ბელგიაში მძვინვარე გრიპის ეპიდემია თორნიკე ოქრიაშვილსაც მისწვდა

AutoSharing Option
ფოტოზე: თორნიკე ოქრიაშვილი (მარცხნივ)
თორნიკე ოქრიაშვილმა ბოლო ორ ტურში "გენკის" შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა, ახლა კი საქმე ისეა, რომ მან შეიძლება საერთოდ ვერ ითამაშოს ბრიუსელის "ანდერლეხტის" წინააღმდეგ.

ბელგიაში გრიპის ეპიდემიაა, რომელიც "გენკსაც" შეეხო და კონკრეტულად თორნიკე ოქრიაშვილსაც. თორნიკემ ორშაბათს საერთოდ ვერ ივარჯიშა და ისე ცუდად იყო, რომ მედიკოსთა დახმარებაც კი დასჭირვებია.

მიუხედავად იმისა, რომ "ვესტერლოსთან" შეხვედრაში ოქრიაშვილმა მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა, sport.be-ს მკითხველებმა ის ბელგიის ჟუპილერ ლიგის 26-ე ტურის სიმბოლურში შეიყვანეს.

ტურის სიმბოლური ნაკრები 
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხან გრიპი ხან ჩხუბი ხან დედა ენატრება ეგ ბიჩი მარტლა
vaxo
09:32 18-02-2015
0
თორნიკეს გრიპი აქვს,თორნიკე განაცხადშია,თორნიკემ იჩხუბა,თორნიკემ სურათები გამოაქვეყნა,თორნიკემ ინტერვიუ მისცა.....ვერ გავიგე ეგ ფეხბურთელია თუ ქართველი შოუბიზნესის წარმომადგენელი,ვის რაში აინტერესებს,საუზმედ რას მიირთმევს
პ.ს. თორნიკემ გოლი დუბლი შეასრულა 2018 წელი
0

სიახლეები პოპულარული