აგენტი: გიორგი ჭანტურიას შემოთავაზებები რუსეთიდან და ესპანეთიდან აქვს

AutoSharing Option
hellaslive.it-მა გამოაქვეყნა გიორგი ჭანტურიას აგენტის, კარლო კავალიერის კომენტარი ქართველი ფორვარდის შესაძლო მომავალი კარიერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ "ლელოსთან" საუბარში ჭანტურიამ განაცხადა, რომ ის "კლუჟში" აღარ დაბრუნდება, რაც შემდეგ რუმინული გუნდის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

ჭანტურია იმასაც ამბობს, რომ იტალიის სერია A-ს კლუბ "ვერონასთან" მას კონტრაქტი არ აკავშირებს, თუმცა მისი იტალიური წყარო გარკვევით ამბობს, რომ ქართველს "ვერონასთან" 4-წლიანი კონტრაქტი აქვს.

"როგორც ჩანს, "ვერონას" ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას იჯარა რუმინეთში დასრულებულია. 1993 წელს დაბადებული ფორვარდი "ვერონამ" "კლუჟში" გაუშვა, რათა იქ აღედგინა ფიზიკური კონდიციები და ფორმა,
რომელიც გასული სეზონის ბოლოს მძიმე ტრავმის მიღების გამო დაკარგა.

როგორც მისი აგენტი კარლო კავალიერი ამბობს, ჭანტურიასთვის ცვლილების დრო დადგა", - წერს "ვერონას" ფანსაიტი.

აქვე გთავაზობთ კარლო კავალიერის კომენტარს:

- რუმინულ კლუბთან შეთანხმებით, იჯარა დასრულებულია. ეს გამოწვეულია მძიმე ფინანსური კრიზისით. "კლუჟი" ფეხბურთელებს ჯამაგირს ვერ უხდის.

ახლა ჩვენ მხოლოდ სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ველით, რომ ახალ კლუბში გადავიდეს. თავად ჭანტურია სამშობლოში დაბრუნდა და აგრძელებს ინტენსიურ ვარჯიშს.

- არის შესაძლებელი, ჭანტურია ისევ დაბრუნდეს "ვერონაში", რადგან არის შანსი, არაევროკავშირელისთვის "ვერონაში" თავისუფალი ადგილი გამოინახოს?
- მე არ მიგულისხმია "ვერონაში" თამაში. იტალიური კლუბის ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მას სულ სხვა პრიორიტეტები აქვს. რაც შეეხება ჭაანტურიას, წინადადებები არ აკლია, მაგალითად, რუსეთიდან და ესპანეთიდან.

მისი მომავალი ერთად დასხდომით და მოლაპარაკებით გადაწყდება, როცა ამის დრო მოვა.

- ჭანტურიამ ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა?
- დიახ, ის ბრწყინვალედაა. სექტემბრიდან მოყოლებული, მან "კლუჟის" მაისურით 9 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

- რა პერსპექტივა აქვს მას "ვერონაში"?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ მას "ვერონასთან" ხელმოწერილი კონტრაქტი აკავშირებს, მის შესაძენად გარკვეული თანხაა დახარჯული და იმასაც, რომ "ვერონამ" "ჯენოას" და "პარმას" აჯობა, ვიმედოვნებ, რომ ქართველი იტალიური კლუბის სამომავლო გეგმებშია.

ის სიამაყით გაირჯება "ვერონასთვის" იტალიის ჩემპიონატში.

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: "კლუჟიდან" მივდივარ, ბევრი კარგი შემოთავაზება მაქვს!
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაღუპული არა შინმოუსვლელი კიდე ეს რო დაღუპულია ასე დაღუპული იყოს მთელი საქართველო.
quTaiseli
15:31 13-12-2014
0
ეგ უკვე დაღუპულია
chikos
19:00 12-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული