ლევან მჭედლიძის სუპერგოლი იტალიის თასზე, "იბრას" სტილში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის გათამაშების 1/16-ფინალში "ემპოლიმ“ შინ 2:0 მოუგო "ჯენოას“ და მერვედფინალში გავიდა.

შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი-შედევრი გაიტანა ლევან მჭედლიძემ - კარისკენ თითქმის ზურგით მდგომმა ეფექტურად შეაგდო ჩაწოდებული ბურთი.

ეს გოლი უნდა ნახო, მისი აღწერა შეუძლებელია. დაახლოებით ისეთი გოლი გამოვიდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს რომ გააქვს ხოლმე. მჭედლიძის გოლით ანგარიში 2:0 გახდა, რაც, ფაქტობრივად, "ემპოლის“ გამარჯვების გარანტია იყო. გოლიდან ორ წუთში მჭედლიძე შეცვალეს, მანამდე კი, 68-ე წუთზე, ჩვენებური ფორვარდი გააფრთხილეს.

განაცხადში არ იყო ტოსკანური გუნდის მეორე ქართველი - ირაკლი შეყილაძე.

* * *
ქართული
გოლები გავიდა აზერბაიჯანის თასის 1/8-ფინალშიც. აზალ-ს ანსად-თან შეხვედრაში ლაშა კასრაძის მიერ 92-ე წუთზე გატანილმა გოლმა გაამარჯვებინა (2:1).

მეოთხედფინალშია ბაქოს "ინტერიც". კახა ცხადაძის გუნდმა "შახდაგს" 3:0 მოუგო. მე-12 წუთზე პენალტი გაიტანა ტრავმამოშუშებულმა ბაჩანა ცხადაძემ. "ინტერის" ძირითადში ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ და ბაჩანა ცხადაძემ.

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" სათასო დაპირისპირებაში "რავანი" გაანადგურა - 6:0.

* * *
რუსულ პრემიერლიგაში "რუბინმა" შინ 0:1 წააგო "ზენიტთან". 90 წუთი გაატარეს მინდორზე ყაზანური გუნდის ქართველმა მცველებმა - მამუკა კობახიძემ და საბა კვირკველიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნებისმიერი ქართველის წარმატება გვიხარია და გვაცალეთ ბატონი. ვინ გვყავს ლევანზე უკეთესი თავდასხმაში. გელაშვილი,დვალიშვილი,ვაწაძე.რომელია ამაზე კარგი. ბიჭს მშვენიერი მონაცემები აქვს და გვიხარია ამისი ოდნავი გაფართხალებაც კი. მოვსიანინს აღარ ჯობია? სომხურ ფორუმებს გადახედეთ, მოვსიანინი ერთ კაცს რომ მოატყუებს, ტიპები რესტორნებში ზეიმობენ ხოლმე. ტაკ შტო,გაიტანს,შევირგოთ და გავიხაროთ. ნუ გშურთ ბლია
სანდრო იაშვილი(რომაში რომ ვიციცხებოდი)
12:02 05-12-2014
0
ბუფონთანაც გაუვარდა პალერმოში რო თამაშობდა მაშინ? იუვეს მოუგეს გასვლა მაგის გოლით, ან შოტლანდიასთანაც გაუვარდა? 16 თუ 17 წლის იყო მაშინ. ეგ ბიჭი ტრამვებს რო არ დაეტანჯათ ეხლა გაცილებით უკეთეს გუნდში იქნებოდა. ჩვენ კიდე ეხლა ისეთ დღეში ვართ ესეთი გამონათება გვიხარია ყველას და ნუ გამოხვალთ ეხლა დიდი ფეხბურთის კრიტიკოსები რა და დააყენეთ.
arvela
21:28 04-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული