ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი გველესიანი კარიერას ირანულ "ზობ აჰანში" გააგრძელებს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია 26 წლის ცენტრალური მცველის, გიორგი გველესიანის ტრანსფერი ირანულ "ზობ აჰანში".

ჩვენი ინფორმაციით, ირანული კლუბი თბილისის "დინამოსაც" შეუთანხმდა და თავად ფეხბურთელსაც. კონტრაქტი უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს.

გველესიანის თითქმის მთელმა საფეხბურთო კარიერამ თბილისის "დინამოში" ჩაიარა. მცირე ხნით ის ცხინვალის "სპარტაკში" ასპარეზობდა, ერთი ხანობა კი ლუცკის "ვოლინში" იყო, სადაც მხოლოდ იმიტომ ვერ დარჩა, რომ უკრაინულ კლუბს ტრანსფერების განხორციელება აეკრძალა.

რაც შეეხება "ზობ აჰანს", ამ ირანულმა კლუბმა ადგილობრივ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. გუნდში რამდენიმე ლეგიონერია, მათ შორის ყველაზე ცნობილია ჰონდურასის ნაკრების
ფორვარდი ბენგსტონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ