ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ლოკომოტივმა" და "რუბინმა" საბა კვირკველიას ტრანსფერზე მოილაპარაკეს?

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივმა" და ყაზანის "რუბინმა" საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას ტრანსფერზე მოილაპარაკეს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის კვირკველიას სატრანსფერო უფლებები "რუბინს" ეკუთვნის, თავად ფეხბურთელმა კი რუსეთის პრემიერლიგის სეზონი იჯარით "ლოკომოტივში" ჩაამთავრა, სადაც რუსეთის თასის მფლობელიც გახდა.

"სპორტ ექსპრესი" თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა.

- ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად ვემზადები და პირველად თქვენგან მესმის ამ სიახლის შესახებ.

- გსურთ "ლოკომოტივში" დარჩენა?
- თქვენ როგორ გგონიათ?

- ალბათ კი, რადგან ამის შესახებ რამდენჯერმე განაცხადეთ...
- სადაც უფრო სურთ ჩემი დანახვა, სადაც პატივს მცემენ,
სწორედ იქ ვითამაშებ.

- "რუბინში" მწვრთნელი იცვლება, თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს გუნდში ყურბან ბერდიევის დანიშვნა?
- ყაზანში ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალურად არ ულაპარაკიათ.
ასევე დაგაინტერესებთ