ყაზახეთში დუბლის ავტორმა ლადო დვალიშვილმა მეტოქესთან იჩხუბა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ატირაუმ" ლადო დვალიშვილის დუბლის წყალობით ურალსკის "აკჟაიკი" დაამარცხა - 2:0.
დვალიშვილის დუბლი
Sportall.Ge

მატჩის დასრულებისთანავე ერთმანეთში იჩხუბეს ქართველმა ფორვარდმა და "აკჟაიკის" ნიგერიელმა ლეგიონერმა მაიკლ ოდიდემ. მაყურებლის მტკიცებით, ეს ორი ფეხბურთელი მატჩის მიმდინარეობისასაც აუგად იხსენიებდა ერთმანეთს.

"ატირაუს" პრესსამსახურმა ინციდენტი ასე ახსნა: "ლადო დვალიშვილმა ორივე გოლი მას მერე გაიტანა, რაც ოდიდეს აჯობა. ალბათ, ნიგერიელმა ფეხბურთელმა ასე გადაწყვიტა შურისძიება".

შეგახსენებთ, რომ "ატირაუში" ირიცხება კიდევ ერთი ქართველი, მცველი უჩა ლობჟანიძე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სიუჟეტია,მკაფიოდ ჩანს ყველაფერი
კახა ქირია
19:42 29-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული