ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

[ლეგიონი] საბა კვირკველია რუსეთის თასისთვის ჯიმი ტაბიძეს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
რუსეთის თასის ფინალურ მატჩში ქართველი ლეგიონერების გუნდები - მოსკოვის "ლოკომოტივი" და ეკატერინბურგის "ურალი" ითამაშებენ.

საბა კვირკველიას გუნდმა "ლოკომოტივმა" თასის ფინალში თამაშის უფლება გუშინწინ, "უფასთან" გამარჯვებით მოიპოვა, "ურალმა" კი, რომლის ღირსებას ჯიმი ტაბიძე და გიორგი ჭანტურია იცავენ, 6 აპრილს გამართულ ნახევარფინალურ მატჩში "რუბინი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამ მატჩში ქართველებს არ უთამაშიათ - მოგეხსენებათ, ჭანტურია ტრავმას იშუშებს, ტაბიძე კი სათადარიგოთა შორის იყო.

რუსეთის თასის ფინალი 2 მაისს გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ