ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თემურ ქეცბაიამ ათენის აეკ-თან სასამართლო პროცესი წააგო

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ ყოფილ გუნდს, ათენის აეკ-ს სასამართლოში უჩივლა. ქართველი მწვრთნელი ბერძნული გრანდისგან 104 ათასი ევროს გადახდას ითხოვდა, რომელიც მას კონტრაქტით ეკუთვნის.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ კლუბის მხარე დაიჭირა.

კონტრაქტის მიხედვით, ქეცბაიას აეკ-ის მთავარი მწვრთნელობისთვის პირველ სეზონში 149 ათასი ევრო უნდა მიეღო, რომელთაგანაც მხოლოდ 42 ათასი მიიღო (თანხის ნაწილი გაიქვითა).

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ათენის აეკ-ში, სადაც ფეხბურთელობისას თამაშობდა, 2016 წლის ივნისში დაინიშნა, თუმცა იგი ოქტომბერში გაათავისუფლეს და ახლა უმუშევარია.

დღეისათვის ქეცბაიას ყველაზე აქტიურად კვიპროსულ "ომონიას" უკავშირებენ. გუშინ ნიქოზიელთა პრესსპიკერმა ეს ინფორმაცია
არც დაადასტურა და არც უარყო.