მან შეცვალა ფეხბურთი უკეთესობისკენ - შოთა არველაძე ლუი ვან გაალს იხსენებს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ლუი ვან გაალმა აქტიური სამწვრთნელო საქმიანობა დაასრულა. "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლეგენდარული ჰოლანდიელი მწვრთნელი მისმა ყოფილმა შეგირდმა და ასისტენტმა შოთა არველაძემ გაიხსენა.

"26-წლიანი მუშაობის შემდეგ ლუი ვან გაალმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, ჯერ როგორც ფეხბურთში მოღვაწე ადამიანმა, შემდეგ - როგორც ფეხბურთელმა და, ბოლოს, როგორც - მისმა კოლეგამ...

მან შექმნა ეპოქა და მან შეცვალა ფეხბურთი უკეთესობისკენ. ის ქმნიდა გუნდებს მხოლოდ გამარჯვებისთვის და მხოლოდ განსაკუთრებული სტილისთვის. მას შეეძლო ის, რაც უამრავ მწვრთნელს არ შეუძლია და ვერც შეძლებს...

ვიყავი და ვრჩები ადამიანად, რომელიც ყოველთვის მისი მადლიერი იქნება. მინდა მას ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!..

როცა ლუის ასისტენტი გავხდი, მაშინვე შეკრებაზე წავედით. ვარჯიშების წინ მას კარგი ატმოსფეროს შექმნა უყვარდა - სტაფის ყველა წევრს ერთად კრებდა, ფეხბურთელების გარდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი კვლავ ერთად ვიკრიბებოდით.

პირველი ვარჯიშის შემდეგ, ღამის 11 საათზე ავდექი და დასაძინებლად წავედი. ასე მოვიქეცი მეორე დღესაც, მესამედ კი ლუიმ გამაჩერა და მკითხა - რატომ გარბიხარ ასე ადრე დასაძინებლად? აქ იმიტომ ვიკრიბებით, რომ ერთმანეთს აზრები გავუზიაროთო...

მწვრთნელები, ექიმები, მასაჟისტები საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ, ვარჯიშსა და განვლილ დღეს აფასებდნენ...

ლუის ვუპასუხე - როგორ, შენ არ გაგვაფრთხილე, რომ 11 საათზე უნდა გვეძინოს-მეთქი? მან კი მიპასუხა - დაგავიწყდა, რომ ფეხბურთელი აღარ ხარ?! უკვე მწვრთნელი ხარო!..

პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ინერციით ფეხბურთელის რეჟიმით ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შემდეგ საღამოობით ერთად ყოფნა და განვლილი დღის განხილვა ტრადიციად იქცა", - წერს შოთა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ გენაცვალე შოთი,კაი კაცი ხარ, ცარმატებებს გისურვებ,,,,
giorgi
05:00 21-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული