საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის რეგიონის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოლდოვასთან, ანდორასა და გიბრალტართან ერთად იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო ეტაპი 22-25 ოქტომბერს დაიწყება. მასპინძელი ქვეყნის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში თუ ლევან გრიგოლიას გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს, მეინც რაუნდში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეებად იტალია, სლოვაკეთი და მაკედონია ეყოლება.

მეინ რაუნდი 10-13 დეკემბერს გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატი ფუტსალში კოლუმბიაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული