ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"ავტობუსი"- აი, როგორია საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების "შიდა სამზარეულო" [VIDEO]

AutoSharing Option
საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველმა არხმა" გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო ვიდეო, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მადრიდული ვოიაჟია აღწერილი.

ვიდეოში თავმოყრილია კადრები, როგორ ემზადებიან ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის. ასევე მონაკვეთები ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციიდან და ქართველი ფეხბურთელების საკმაოდ საინტერესო საუბარი ავტობუსით მგზავრობისას თამაშამდე და თამაშის შემდეგ.

რაც მთავარია, ვიდეო ქართველ გულშემატკივარს კარგ წარმოდგენას შეუქმნის, თუ როგორია რეალურად საქართველოს ნაკრების "შიდა სამზარეულო".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ხეტაფეში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი  მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. გოლი
თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები გასახდელში [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ