ლევან კობიაშვილი: ფეხბურთელებისთვის პრემიები იქნება, თუ ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავა

AutoSharing Option
24 ივნისს, 16:30 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გენერალურ მდივან დავით მუჯირთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესთან და მეორე ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად ერთობლივი შეხვედრა გამართა სპორტული მედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ზოგად სახეს ატარებდა, ამიტომ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.

ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრების ფეხბურთელებისთვის პრემიების დაწესებასა და რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქიას ეროვნულ გუნდში მოწვევის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"ფეხბურთის ფედერაციას აქვს ასეთი მიდგომა: თუ ნაკრები წარმატებას მიაღწევს, ფინალურ ეტაპზე გააღწევს, პრემია განაწილდება
ფეხბურთელებზე. კონკრეტულ თამაშზე კი პრემიების გაცემა გამორიცხულია და ამას არც განვიხილავთ.

გიორგი ჯიქიას რაც შეეხება, მასთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, წერტილი არ დაგვისვამს და საბოლოოდ უარი არ გვითქვამს მასზე - ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ აქ უკეთესია მისთვის. იმედია, გამოგვივა.

აქვე ვიტყვი, რომ არაერთ ფეხბურთელთან გვაქვს მსგავსი მოლაპარაკება, ვინც ქართველია, მაგრამ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს", - გნაცხადა კობიაშვილმა.

ასევე იხილეთ:
"არ ვართ ის ხალხი, ვინც ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილდება"
ლევან კობიაშვილი: ტყუილია, სფფ მძლეოსნობის სტადიონს "საბურთალოს" არ გადასცემს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული