სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
სფფ-მ ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია
AutoSharing Option
12:17 14-03-2016
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აღმასკომი ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისის კანდიდატურას განიხილავს.

როგორც კახა ცხადაძის ადვოკატმა განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მიაღწია კახა ცხადაძესთან და მის სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებას კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე.

კახა ცხადაძის ადვოკატის განცხადებით, კონტრაქტის გაწყვეტის პირობებთან დაკავშირებით მხარეები მოგვიანებით დეტალურად იმსჯელებენ.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
niko
15:07 14-03-2016
ცუდია, კახას დანაკლისს როგორმე გადავიტანთ (სინამდვილეში ქეცბაისთან შედარებით დიდი პროგრესი ქონდა) და ბაჩანას ნაკრებში არ ყოფნა როგორი ასატანია!
qomagi
13:31 14-03-2016
წარმატებები კახა ცხადაძეს. სამწუხაროა რომ ასე დასრულდა ყველაფერი.მომავალში გისურვებთ წარმატებებს.