ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ასეთ დროს კაცი სხვაგვარად ვერც მოიქცევა - თორნიკე ოქრიაშვილი გაოცებულია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონეთთან და ალბანეთთან მატჩებამდე მოულოდნელად გამოაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ესტონეთის დედაქალაქში ჩასვლა ოჯახური პრობლემების გამო ვერ შეძლო.

ოქრიაშვილი თავიდან კომენტარზე უარს ამბობდა და უკმაყოფილო იყო გულშემატკივართა იმ ნაწილის რეაქციით, რომელთაც ეგონათ, რომ ბელგიური "გენკის" ქართველმა შემტევმა ამ თამაშებს თავი აარიდა.

საბოლოოდ, ოქრიაშვილი მცირე კომენტარზე მაინც დაგვთანხმდა:

"არ მსურ
და ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი კომენტარი აუცილებელია. გეტყვით, რაც მოხდა.

მეორე შვილი შეგვეძინა. მეუღლეს რთული მშობიარობა ჰქონდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო ვერ დავტოვე. ასეთ დროს კაცი სხვაგვარად ვერც მოიქცევა. მეტი რა უნდა ვთქვა?! ოჯახური პრობლემა ცოტა სხვა რამ არის.

ძალიან არ მესიამოვნა, ეს რომ დაწერეს. ნაკრებში თამაში ჩემზე მეტად არავის უხარია და ჩამოსვლა არასოდეს დამზარებია. ყველას ვთხოვ, სანამ რამეს დაწერენ, კარგად დაფიქრდნენ", - ამბობს ოქრიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ