საქართველო-გიბრალტარის მატჩის ბილეთების გაყიდვა ინტერნეტში დღეს დაიწყება

AutoSharing Option
ახლოვდება საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ევროშესარჩევის მორიგი საშინაო მატჩები.

7 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები "მიხეილ მესხის" სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მატჩის დღეს, "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგთავაზებთ.

8 ოქტომბერს კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ონლაინ-გაყიდვა დაიწყება დღეს, 12:00 საათიდან, სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია. ორშაბათიდან, 5 ოქტომბრიდან კი, ბილეთების შეძენას უკვე
"დინამო არენის" სალაროებში შეძლებთ.

ეროვნული ნაკრების მატჩის ხილვას ასევე შეძლებთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული