ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ

AutoSharing Option
28 მარტს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა, სადაც ის ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ერთად წარსდგა.

საქართველო-გერმანიის შეხვედრა 29 მარტს, 20:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" დაიწყება.

"ძალიან საინტრესო თამაში გველოდება. შანსები გავქვს და ვიბრძოლებთ. დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ.

საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ.

ბევრი შანსი ალბათ არ მოგვეცემა, მაგრამ რაც იქნება, უნდა გამოვიყენოთ და ძალიან ყურადღებით ვიყოთ", - თქვა კანკავამ.

ასევე იხილეთ:
საქართველოსთან ფრე სიზმარშიც კი კოშმარია! - იოახიმ ლიოვის პრესკონფერენცია

ტონი კროოსი: თბილისში ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს
ასევე დაგაინტერესებთ