ტონი კროოსი: თბილისში ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს

AutoSharing Option
ფოტოზე: ტონი კროოსის ავტოგრაფი თბილისელ გულშემატკივარს
28 მარტს, გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა საქართველოს ნაკრებთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, გერმანიის ნაკრები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

"თბილისში ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყეს, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.

ავსტრალიასთან ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ჩვენთვის. არც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვიყურებით კარგად. ამიტომ, 29 მარტს აუცილებლად სამი ქულა მოვიპოვოთ და შინ გამარჯვებულები დავრუნდეთ.

საქართველოს ნაკრებს კარგად არ ვიცნობ, რომ დავახასიათო. ხვალიდნელი მატჩი კი არაფრით
იქნება გამორჩეული - ჩვენ მოგებას შევეცდებით, საქართველო კი - თავის დაცვას და სასურველი შედეგის მიღწევას.

გერმანიის ნაკრები მხოლოდ გამარჯვებისთვის იქნება განყობილი", - აღნიშნა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-გერმანიის მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
საქართველოსთან ფრე სიზმარშიც კი კოშმარია! - იოახიმ ლიოვის პრესკონფერენცია
გერმანიის ნაკრებს თბილისში ფანებმა დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო,ვინც გერმანიის ნაკრებს ასეთი თბილი დახვედრა მოუწყეთ და სამუდამოდ დაამახსოვრეთ ქართული სტუმართმოყვარეობა.
"დღეს სტუმარია ის ჩემი,გინდ ზღვა ემართოს სისხლისა".
ზაზა
15:34 29-03-2015
0
ასეთი თავდაჯერებულები რომ ბაქბუქობენ(აქვთ ამის მიზეზი დაა)ნეტავი ხვალ საქართველოს გაუვარდებოდეს ყარაულის თოფივით ძააან მაგრად გავიხარტებდი რაა...
მედასხვა
21:26 28-03-2015
0

სიახლეები პოპულარული