ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს" [PHOTO]

AutoSharing Option
28 მარტს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ცხადაძე "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთან ერთად წარსდგა.

ამასთან, "დინამო არენაზე" ვარჯიში ჯერ გერმანიის ნაკრების, შემდეგ კი საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა გამართეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

"ყველამ ვიცით რა მატჩი გველის 29 მარტს. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის ნაკრებისთვის. ჩვენც საგულდაგულოდ ვემზადებით ამ მატჩისთვის.

ეს ორი დღე ოპტიმიზმის საბაბს მაძლევს, რომ ძლიერი ნაკრებს ჩამოვაყალიბებთ. საბოლოო შედეგი აუცილებლად
იქნება.

მატჩისთვის ვემზადებით, გავანალიზეთ გერმანიის ნაკრების თამაშები და შევეცდებით, მათთან დადებით შედეგს მივაღწიოთ.

უკვე ვიცით, თუ როგორი სათამაშო სქემით ვითამაშებთ და თუ არ დაგვჭირდა, მას არ შევცვლით, მაგრამ თუკი საჭირო გახდა, არც მისი შეცვლა იქნება პრობლემა.

დაცვაზეც ვიქნებით ორიენტირებულნი და შევუტევთ კიდეც. ჩვენთვის დადებითი შედეგი გამარჯვება იქნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთმ რომ მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით.

ხვალიდენლ მატჩში მიღწეული კარგი შედეგი დაუბრუნებს ჩვენს ბიჭებს თვითრწმენას და ეს მუხტი საერთო საქმისთვის წაგვადგება.

ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს", - თქვა ცხადაძემ.

საქართველო-გერმანიის შეხვედრა 29 მარტს, 20:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" დაიწყება.

ასევე იხილეთ:
საქართველოსთან ფრე სიზმარშიც კი კოშმარია! - იოახიმ ლიოვის პრესკონფერენცია
ტონი კროოსი: თბილისში ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს
გერმანიის ნაკრებს თბილისში ფანებმა დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]
ასევე დაგაინტერესებთ