ვაკო გვილიას ტრავმა საშიში არ არის, ბუბა დაუშვილმა მხარი დაიზიანა

AutoSharing Option
ვაკო გვილია, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება, დაშავებულია.

სამშაბათს მან "დინამო არენაზე" ლატვიასთან ამხანაგური შეხვედრა (რომელიც ჩვენების გამარჯვებით, 5:0 დასრულდა) ვერ ჩაამთავრა - პირველივე ტაიმში დაშავდა და 36-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

თამაშის შემდეგ გვილია მოედნიდან კოჭლობით გავიდა, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, სანერვიულო არაფერია.

"ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება არ შემეძლო. არ ვიცოდი, რა მჭირდა. მუხლი მტკიოდა და მოძრაობა მიჭირდა. მაგრამ თამაშის შემდეგ ექიმებმა შემამოწმეს და ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ასე რომ, მოედანს
მალე დავუბრუნდები", - ამბობს გვილია.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოსა და ლატვიის მატჩზე:

"სასიხარულოა, რომ როგორც იქნა, მოვიგეთ. რაც მთავარია, ეს ლამაზი ფეხბურთით შევძელით. 90 წუთი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშიც მეტყველებს, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.

ყველა შეხვედრას მონდომებით ვატარებთ და ნებისმიერ მეტოქესთან მოსაგებად ვთამაშობთ. რაღაც არ გამოგვდიოდა, მაგრამ დიდი სურვილი და იმედიც გვაქვს, რომ ლატვიის ნაკრებთან გამოვლენილი სულისკვეთება შევინარჩუნოთ და ნავსი გავტეხოთ. ამაში კი ძალიან გვჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა".

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა ბუბა დაუშვილიც, რომელმაც სერბეთთან მატჩი ჭარბი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა. მას 28 მარტს ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში უნდა ეთამაშა, მაგრამ... მატჩს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა.

აღმოჩნდა, რომ თამაშის წინა დღეს, ვარჯიშზე, უნგრული "დიოშდიორის" ნახევარმცველმა მხარი დაიზიანა. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
dzalian kargi,magali donis fexburteli gvkavs gvilias saxit.carmatebebi dzma.varjihi da tavdadeba bolomdis.
0
დიდიხანია ესეთი მონდომებული და ძლიერი ქართველი აღარ მინახია . მთელი თამაშის განმავლობაში არ ჩერდება სულ აწუხებს სულ დარბის ძალიან მაგარი ფეხბურთელი შეიძლება დადგეს გვილიასგან ყველაზე მეტად მისი მეიმედება
nika
12:06 30-03-2017
0

სიახლეები პოპულარული