თბილისის "დინამოდან" ლადო დვალიშვილიც წავიდა - პოლონეთი თუ ისრაელი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა. ეს ინფორმაცია მან ჩვენთან საუბარში დაადასტურა.

- სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" კიდევ 3 გამოცდილი ფეხბურთელი დატოვებს

დვალიშვილი თბილისურ კლუბს ევროთასების დაწყების წინ შეუერთდა.

"თბილისის "დინამო" დავტოვე. ამ ეტაპზე მაქვს რამდენიმე შემოთავაზება. რეალური ვარიანტია პოლონეთიდან და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ასევე დამირეკეს ისრაელიდან... რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს", - გვითხრა დვალიშვილმა.

საინტერესოა, რომ ლადოს აქვს როგორც პოლონეთში, ისე ისრაელში თამაშის გამოცდილება. ჰაიფას "მაკაბისთან" ერთად დვალიშვილმა ჩემპიონთა
ლიგაშიც ითამაშა. რაც შეეხება პოლონეთს, ამ ქვეყანაში დვალიშვილს "პოლონიასთვის", "ლეგიასა" და "პოგონისთვის" გაჰქონდა გოლები.

საქართველოს ნაკრებში მას 2009 წლიდან უხმობენ. ამ დროის განმავლობაში მან ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ