უმაღლესი ლიგა. V ტური: ნიკოლოზ გელაშვილი კარში

AutoSharing Option
11 სექტემბერს უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის დარჩენილი 3 მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამოსა" და ქობულეთის "შუქურას" შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თეთრ ჯგუფს 10 ქულით საჩხერის "ჩიხურა" ლიდერობს.

"სამტრედიამ" შინ ანგარიშით 2:0 სძლია ფოთის "კოლხეთს".

"საბურთალომ" კი გორის "დილა" მიიღო და 2:1 მოუგო. ამ მატჩი გაორჩეული ეპიზოდი 76-ე წუთზე მოხდა, როცა სტუმართა მეკარეს თამაშის წესების დარღვევის გამო არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა, ხოლო რადგან "დილას" უკვე ჰქონდა სამივე შეცვლა განხორციელებული კარში "დილაში" ახლად გადასული ნიკოლოზ გელაშვილი ჩადგა.

უმაღლესი ლიგა.
V ტური

თეთრი ჯგუფი
11.09.16. თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-შუქურა 1:1
გოლები: 1:0 ალექსანდრე ამისულაშვილი (10), 1:1ალექსანდრე გურული (24)

წითელი ჯგუფი
11.09.16. სამტრედია
სამტრედია-კოლხეთი 2:0
გოლები: 1:0 ბუდუ ზივზივაძე (24), 2:0 გიორგი დათუნაიშვილი (64)

11.09.16. თბილისი
საბურთალო-დილა 2:1
გოლები: 0:1 ალექსანდრე გამცემლიძე (21), 1:1 ფრანცისკო გარსია პენა (73), 2:1 გაგი მარგველაშვილი (88)
გაძევება: გიორგი ბეგაშვილი (დილა 76)
მკითხველის კომენტარები / 7 /
მეკარე არ იყო გასაძევებელი? ვინც ამას წერთ, ფეხბურთის გონზე არ ხართ - წესებში გაერკვიეთ!
gasaZevebeli ar iyo?!
14:50 12-09-2016
0
თეთრი და წითელი ჯგუფები რას ნიშნავს შეუძლია ვინმემ მითხრას, ან ესეთი დანაყოფა რატომ გახდა საჭირო.
ლაშა
13:31 12-09-2016
0

სიახლეები პოპულარული