სფფ-ის განცხადება "ზუგდიდი"-"ფერონიკელის" სკანდალურ მატჩთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ზუგდიდი"-"ფერონიკელის" სკანდალურ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

5 თებერვალს, ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა "ზუგდიდმა" ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის გუნდ "ფერონიკელისთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

"მედია და ინტერნეტ საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, სფფ განმარტავს, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს გააჩნიათ ვალდებულება სფფ-სთან შეათანხმონ ინფორმაცია საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების შესახებ.

ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სფფ ფაქტის გამოვლენის შემდეგ იმოქმედებს სფფ-ს, უეფასა და ფიფას დებულებების შესაბამისად, რომლის დაცვა წარმოადგენს ვალდებულებას სფფ-ს ნებისმიერი
სუბიექტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

მოგეხსენებათ, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მისი გუნდებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დაშვების უფლება კი ფიფასა და უეფას აქამდე არ მიუცია, შესაბამისად, "ზუგდიდს" ასეთი მატჩის გამართვის გამო, სავარაუდოდ, უსიამოვნებები ელის...
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს კლუბი და მისი ხელმძღვანელები გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობებიდან. რომ სხედან და ხრავენ სახელმწიფო ფულს.
georgian
01:19 07-02-2016
0

სიახლეები პოპულარული