თბილისის "დინამოს" სლოვენიურ შეკრებაზე მიკოლა კოვტალიუკი შეუერთდა

AutoSharing Option
მიმდინარე ეროვნული ლიგის ლიდერი თბილისის "დინამო" სლოვენიაში შეკრებას აგრძელებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კახა კაჭარავას გუნდს 22 წლის უკრაინელი ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ კოვტალიუკი ბოლოს ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც მიმდინარე ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა. უკრაინელ ფორვარდს მანამდე სამშობლოში "პოლტავაში", "არსენალსა" და "კოლოსში" უთამაშია. "დინამოში" მისი ჩარიცხვის საკითხი შეკრების დასრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

თბილისის "დინამო" სლოვენიურ შეკრებაზე მორიგ საკონტროლო შეხვედრას 8 ივლისს, ხორვატიულ "რუდეშთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამტრდიასჰი რახდება მიატოვეს ფეხბურტი ტუ რა უბედურებაა
emzari
10:01 08-07-2017
0
წარმატებები მიკოლას.მაგრამ კოლხეთის ხელმძღვანელების მიკვირს.უკეთეს ვის მოიყვანებენ.გუნდიდან ბომბარდირის გაშვება იქნებოდა?
ირაკლი
15:27 07-07-2017
0

სიახლეები პოპულარული