გრიგოლ დოლიძე: "დინამომ" 6 ქულით გაგვასწრო, მაგრამ არა უშავს, წინ კიდევ ორი წრეა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ეროვნული ლიგის ლიდერის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

- დინამო(თბ)-ტორპედო 2:1 - ეს გოლი სახსოვრად... [VIDEO]

მაგრამ ქუთაისელთა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, თბილისურ "კლასიკოში" პირველი გოლის ავტორი გრიგოლ დოლიძე დარწმუნებულია, რომ "დინამოსთან" 6-ქულიანი ჩამორჩენის შემცირება რეალურია...

"რა თქმა უნდა, უშუალო კონკურენტთან წაგება არასასიამოვნო იყო. ძნელია შედეგის ლოგიკურობაზე მსჯელობა... მომენტები ორივე გუნდს გვქონდა, მაგრამ თბილისელებმა გამოიყენეს ეს მომენტები, ჩვენ კი - ვერა. განსაკუთრებით დასანანი მეორე გოლი აღმოჩნდა...

ახლა "დინამომ" 6 ქულით გაგვასწრო, მაგრამ არა უშავს,
წინ კიდევ 2 წრე, ანუ 18 მატჩია.

ჯერ ერთი, ჩვენ ერთმანეთს კიდევ ორჯერ უნდა შევხვდეთ და, რაც მთავარია, დარჩენილ ტურებში 6-ქულიანი ჩამორჩენის შემცირება რეალური მგონია", - ამბობს გრიგოლ დოლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"