ბათუმის "დინამო": "შახტიორს" მოუგეს, ლიპარტიასთან სპარინგი არ გამოვიდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამომ" მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. 20 თებერვალს ლევან ხომერიკის გაწვრთნილები ბელეკში ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარს, საკმაოდ ძლიერ ყარაღანდის "შახტიორს" შეხვდნენ.

ბათუმელებმა პირველი ტაიმის მიწურულს, ნიკა კვანტალიანის გადაცემის შემდეგ მიხაილ გორელიშვილის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით 1:0 გაიმარჯვეს.

მეორე ნახევარში საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

დინამო: ტიმოფეევი, ფარტენაძე, გოგიტიძე (მგელაძე), კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა, ქავთარაძე, გორელიშვილი, კვანტალიანი (თევდორაძე).

22 თებერვალს, ბათუმის "დინამო" ლუგანსკის "ზორიას" (სადაც ჯაბა ლიპარტია თამაშობს) უნდა შეხვედროდა, მაგრამ კლუბის პრესსამსახურის ცნობით, სპარინგი
აღარ შედგება და გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული