ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U19. ოთხთა ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთანაც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "ოთხთა ტურნირის" ბოლო, მესამე მატჩი ჩაატარა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩვენი ნაკრების მეტოქე ჰოლანდია იყო. შეხვედრა ჰოლანდიელების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გამომდინარე აქედან, საქართველომ 0 ქულით და არც ერთი გატანილი ბურთით ტურნირზე ბოლო ადგილი დაიკავა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე პარალელურად ჩატარდა საფრანგეთისა და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩი, რომელიც ესპანელების მოგებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა სამივე მატჩი მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ოთხთა ტურნირი
ა გ თ მ ფ
წ ბ ქ

1. ესპანეთი 3 3 0 0 7:1 9
2. საფრანგეთი 3 1 1 1 5:3 4
3. ჰოლანდია 3 1 1 1 3:3 4
4. საქართველო 3 0 0 3 0:8 0