U19. საქართველო VS ესპანეთი - განსაკუთრებული ეტაპი

AutoSharing Option
დღეს, 9 ნოემბერს, თბილისში 19-წლამდელთა ნაკრებების პრესტიჟული ოთხთა ტურნირი იწყება, რომელსაც გორიც უმასპინძლებს ("თენგიზ ბურჯანაძეზე" ერთი მატჩი ჩატარდება) და 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, საფრანგეთი და ჰოლანდია იქნებიან.

- U19. საქართველოს ნაკრების მზადება ესპანელ თანატოლებთან მატჩის წინ [VIDEO+PHOTO]
- გიორგი ყიფიანი: ეს მატჩები დაგვანახებს, თუ რა ეტაპზე ვართ

ჩვენი 19-წლამდელები პირველ შეხვედრას დღეს, 9 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი შემოგთავაზებთ.

საქართველოს 19-წლამდელთა
ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა გაფართოებული სია გაფილტრა და ტურნირის ოფიციალური, 21-კაციანი შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ);
მცველები: დავით კობოური, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე (ყველა - დინამო თბ), ნიკა მალი, თომა ხუბაშვილი, ომარ ბულუხაძე (ყველა - საბურთალო);
ნახევარმცველები: - ლუკა ფოჩხუა, გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე (ყველა - დინამო თბ), დავით სამურკასოვი, ლუკა ვარძელაშვილი (ორივე - ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე, გიორგი ქოჩორაშვილი (ორივე - საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ);
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო).

ტურნირის განრიგი
9 ნოემბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 12:00
ჰოლანდია-საფრანგეთი

თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00
საქართველო-ესპანეთი

11 ნოემბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 12:00
ესპანეთი-ჰოლანდია

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00
საქართველო-საფრანგეთი

14 ნოემბერი
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 15:00
ესპანეთი-საფრანგეთი

თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00
საქართველო-ჰოლანდია
მკითხველის კომენტარები / 3 /
რას იტყუებით სადაა რეპორტაჟი
nika
15:43 09-11-2016
0
gamikvirdeba, tu am sami tamashidan romelimes movigebt.
firali
13:35 09-11-2016
0

სიახლეები პოპულარული