ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

კახა ჭუმბურიძე: მხოლოდ ასე გავუზრდით ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელებს

AutoSharing Option
დღეს, 6 ოქტომბერს, 20:45 საათზე ჰავრში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მომავალი შესარჩევი ციკლისთვის გათვლილი ასაკის ფეხბურთელები შეკრიბა და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, გუნდში 1994-95 წლებში დაბადებულები აღარ მიიწვია.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, კახა ჭუმბურიძის თქმით, გათვლა მომავალზე გაკეთდა.

"შესაძლოა, დღეს ეს ბიჭები ფიზიკურად თავისი ასაკის ნაკრების მოთხოვნებს ოდნავ ჩამორჩებიან, მაგრამ პერსპექტივა გააჩნიათ და სამომავლოდ გამოგვადგებიან.

სხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც ასე მოხდა. ფეხბურთის ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრებების განვითარების პროგრამას გეგუჩაძე ხელძღვანელობს და ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინატორია. ჩვენ კი ლოკალურ მიზნებზე
უარი შეგნებულად ვთქვით და გადავწყვიტეთ, რომ ამ ნაკრებებში ერთიანი მეთოდითა და სისტემით ვიმუშავოთ.

დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ასე გავზრდით ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან" - განუცხადა Sportall.ge-ს ჭუმბურიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ