ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი ხორვატებთან ფრით დაასრულა

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ მატჩში ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა

მე-2 წუთზე ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ხორვატებმა გაქვითეს.

50-ე წუთზე თავი ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა და გია გეგუჩაძის გუნდი კვლავ დააწინაურა, მაგრამ 61-ე წუთზე პერიცამ წონასწორობა აღადგინა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფი მე-4 ადგილზე დაასრულა 10 თამაშიდან 13 ქულა მოაგროვა. ხორვატია 9 თამაშიდან 20 ქულით ლიდერობს
ასევე დაგაინტერესებთ