ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლიტველ თანატოლებს დაუზავდა

AutoSharing Option
2 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:1 ეთამაშა

ლიტველები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე თემურ ჩოგოვაძემ გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ლიტველთა კარში დანიშნული პენალტი ქართველებმა ვერ გაიტანეს და გამარჯვების ბრწყინვალე შანსი ხელიდან გაუშვეს.

ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, 4 სექტემბერს გაეჯიბრებიან.

ამხანაგური მატჩი
02.09.16. თბილისი, "მიხეილ მესხი"
U19. საქართველო-ლიტვა 1:1
გოლები: 0:1 კუბილინსკასი (45), 1:1 ჩოგაძე (65).
საქართველო: გუგეშაშვილი, არდაზაშვილი (46’ საღრიშვილი), ლოჩოშვილი, კობოური (84’ გოგილაშვილი),
კუხიანიძე (46’ ფოჩხუა), კვანტალიანი (67’ ბუღრიძე), ქოჩორაშვილი (67’ ჩაკვეტაძე), კოხრეიძე (62’ არველაძე), ხუბაშვილი, სამურკასოვი (46’ ჩოგაძე), მალი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ლიტვა: შიაულისი, ვორონკო, სირვისი, მედელინსკასი, კუბილინსკასი (62’ ანტანავიჩიუსი), კონიკასი (42’ სუნელაიტისი, 84’ სკარჟაუსკასი)), სტოჩკუნასი (82’ გიედრაიტსი), პაულიკასი, დუბიცკასი (62’ ვიტკუსი), ჰოტუზი, კლონიუნასი
მთ. მწვრთნელი: სვაიუნის ჩესნულისი
მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ზაზა მენთეშაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე, ლაშა სილაგავა
გაფრთხილება: 55’ მედელინსკასი, 90’ გიედრაიტისი.