ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევში სტუმრად ესტონეთი დაამარცხა

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩი გამართა სტუმრად ესტონეთის ნაკრებთან და 1:0 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა ტაიმი ნიკა კაჭარავას 38-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო - 0:1, მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

ეს საქართველოს ნაკრებისთვის ბოლოსწინა მატჩი იყო. გია გეგუჩაძის გუნდს 9 თამაშიდან 12 ქულა აქვს და 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზეა. მეექვსე ჯგუფის ბოლო შეხვედრას ქართველი ახალგაზრდები ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 6 სექტემბერს, ხორვატი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ასევე დაგაინტერესებთ