19-წლამდელთა ნაკრები: სპარინგი ჯერ ბალკანელებთან, შემდეგ ესპანეთი, ინგლისი...

AutoSharing Option
2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს რომ უმასპინძლებს, ეს არახალია. შესაბამისად, 19-წლამდელი "ჯვაროსნები" შესარჩევ ეტაპებს გამოტოვებენ და, აქედან გამომდინარე, გუნდს მოსამზადებლად რაც შეიძლება მეტი ამხანაგური მატჩის გამართვა სჭირდება.

ნაკრების თავკაცი გიორგი ყიფიანი, რომელიც ელიტრაუნდში გასულ 19-წლამდელებსაც ავარჯიშებდა, ახალ გუნდთან მუშაობას ზაფხულიდან შეუდგა.

ცნობილი გახდა, რომ შემოდგომაზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ორივეს - ბალკანეთის საუკეთესო ნაკრებებთან: 2 და 4 სექტემბერს ქართველები ორჯერ დაუპირისპირდებიან ხორვატებს, ხოლო 8 და 10 ოქტომბერს - სერბებს.

ამას გარდა, ნოემბერში თბილისი სოლიდურ ოთხთა
ტურნირს უმასპინძლებს, სადაც უეფა ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მზადყოფნას შეამოწმებს. ტურნირის ორი მონაწილე წინასწარ იყო ცნობილი - ესპანეთი და ინგლისი. მეოთხე გუნდად ჰოლანდია და კიდევ ორიოდე ქვეყნის გუნდი მოიაზრებოდა, მაგრამ ჯერ ეს საკითხი არ დაზუსტებულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ერტი შემადგენლობა რო ვერ იგებს მეორე შეკრებაზე ხო შეიძლება სხვა შემადგენლობა მოსინჯო რო არ ცვლიტ შემადგენლობას იბადება კითხვები და ეჭვები ხო შეიძლება სხვებიც მოსინჯოთ მართალია ხშირი შემადგენლობის ცვლა არარის კარგი გუნდისთვის მაგრამ როცა ვერ ამართლებს ფეხბურთელი ხო შეიძლება სხვაც მოსინჯოტ მაგრამ ვერ ეხებით ვერ აწყენინებთ პატრონს იმიტომ ვარტ კარგ დგეში
0
სანამ იმისიანი ამისიანით შეარჩევ ნაკრებს არაფერი არ გამოვა ნუ ხუჭავთ თვალებს
dato
17:18 04-08-2016
0

სიახლეები პოპულარული