გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა. არადა, მანამდე ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაძლია პირველი ევროშესარჩევი ციკლი.

მაშინ გუნდს ხელმძღვანელობდა გოჩა ავსაჯანიშვილი, რომელსაც "ლელო" დაუკავშირდა და თბილისურ ელიტრაუნდთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა სთხოვა...

- თუ ნახეთ ელიტრაუნდის მატჩები?
- რა თქმა უნდა! სამივე თამაშს დავესწარი.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს?
- ვერ ვიტყვი, რომ რამეს ჰგავდა ჩვენი გუნდის თამაში. ორ თვეში ვერაფერს ვერ მოასწრებდა ვასილ მაისურაძე. ეს ძალზე მცირე დროა და თქვა კიდეც თქვენს გაზეთთან ინტერვიუში. მწვრთნელი ნაკლებადაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა.

- მაშ, თქვენი აზრით, საქართველოს ამ ნაკრებს გაცილებით მეტი შეუძლია?
- რა თქმა უნდა, ბევრად მეტი შეუძლია. მე ახლა ერთ მნიშვნელოვან რამეს გეტყვით - როგორც ვიცი, იყო კარნახი მთავარი მწვრთნელის მიმართ, რომ უნდა შეცვლილიყო ტაქტიკა. ის შეიცვალა კიდეც და ახალი ტაქტიკის ათვისება ორ თვეში რთულია.

როგორც ვიცი, 17-წლამდელთა ნაკრებს იმ ტაქტიკით უნდა ეთამაშა, რომლითაც ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. ჩვენ სულ 4-3-3 ტაქტიკური სქემით ვთამაშობდით. ახლა შეიცვალა ეს განლაგება და თავადაც ნახეთ, რომ სხვა ტაქტიკა იყო.

ჩემი აზრით, საკმარისად არ იყო გაანალიზებული ის მატჩები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო ტურნირებზე თუ უნგრეთში, პირველ შესარჩევ ციკლში. კიდევ გეუბნებით - ამ ნაკრებს მეტი შეუძლია. უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი, ჩემი აზრით, რუსეთსა და ბოსნიაზე ძლიერები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სუსტები მაინც არ ყოფილან.

მე ახლა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ. არ მინდა, ნიშნის მოგებით ვილაპარაკო. ეს არ არის გოჩა ავსაჯანიშვილის, ვასილ მაისურაძის ან ლევან კობიაშვილის ნაკრები. ეს საქართველოს ნაკრებია. ფაქტი ისაა, რომ ჩემი მოხსნით ფეხბურთის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფედერაციამ ვერაფერი მოიგო. სამ წელზე მეტი მოვყვებოდი ამ ბიჭებს და მათი ყველაფერი ვიცოდი.

კიდევ ვამბობ, მაისურაძე ვერაფერს შეცვლიდა ასეთ მოკლე დროში. ის მუშაობდა 19-წლამდელებში, აწყობილი გუნდი ჰყავდა და ისიც მოსწყვიტეს ამ გუნდს.

ანალოგიური სიტუაციაა - მითხარით, რა უნდა მოასწროს გიორგი ყიფიანმა ორ თვეში? ის ახლა იწყებს ელიტრაუნდს და მინდა წარმატებები ვუსურვო.

- როგორ ფიქრობთ, გააძლიერებდნენ თუ არა საქართველოს ნაკრებს ამ ელიტრაუნდში ქიმერიძე, ბარაბაძე და ვირუბოვი?
- ორი აზრი არ არის, რომ გააძლიერებდნენ! ახლა რომ დამაბრუნონ ნაკრებში, სიტყვაზე ვამბობ, ისევ იმ ხალხს დავუძახებდი, ვის შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ.

- რას იტყოდით იმაზე, რომ გუნდის ოდინდელი კაპიტანი ლუკა ასათიანი პირველ ორ მატჩში თადარიგში გაამწესეს?
- ასათიანი 35-ე სკოლის გაზრდილია. ასევე, ჩვენი სკოლის გაზრდილია კასრელიშვილი, ვინც ამ ადგილას ითამაშა. მე ასათიანზე საკუთარი აზრი მაქვს - რვა ასაკობრივ ნაკრებში ვიმუშავე და ასეთი მონაცემების მცველი იშვიათად მინახავს.

- გულწრფელად გვითხარით, როგორ გგონიათ - თქვენ რომ ყოფილიყავით მთავარი მწვრთნელი, რა შედეგს მაიღწევდა საქართველოს ნაკრები თბილისურ ელიტრაუნდში?
- დაწერეთ პირდაპირ: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ავსაჯანას აქვს სალაპარაკო ილაპარაკებს ასეთი იოლი გუნდები შეგვხვდა და ვერ გამოვიყენეთ შანსი ძველი გუნდი შეთამაშებული იყო აქ ნიჩიას მაინც ითამაშებდა ერთ გოლს მაინც გაიტანდა ნაღდად ვიცი მაგრამ ეს ფედერაციას არ აწყობდა თავისები ხო უნადა შეეჩხირათ ნაკრებში როგორი კმაყოფილი ხართ თქვენი მიყვანილებით გაგიმართლეს? ავღფრთოვანდით ამ თამაშებით?
გიო
16:43 29-03-2016
0
მაისურაძეს არ აცადეს თავისი პროფესიონალიზმის გამოყენება იქით ფეხბურთელის შვილი იქით ფედერაციის დარეკილი იქით სპორტის სამინისტრო თქვა კიდეც სამი ბავშვი მყავდა ჩემით არჩეულიო 15 დანარჩენი დარეკვით თხოვნით იაგორაშვილის აზრით აი ასე შიკრიბა ნაკრები და მიიღეთ ავსაჯანას გუნდს რამდენი გოლი აქ გატანილი წინა ტურში დაითვალეთ აქ ერთი ბურთი ვერ გაიტანეს გრცხვენოდეთ
goga
16:16 24-03-2016
0
77 ...ნახე წინა ტური რამდენი ბურთი გაიტანეს აქ ერთი ბურთი გაიტანეთ ისც რიკოშეტი ამ ნაკრაბს ბურთის გამტანი არ ყავდა ნახეთ ბელგიის თამაში რა თამაში შემოაბრუნეს უნგრათთან რამდენი ბურთი გავიდა შეადარეთ ბავშვებსაც კითხეთ რამდენი ბურთი გაიტანეს ამ კინკლაობას ბოღმას ძველ წყენას გადააყოლეთ ელიტრაუნდი ავსაჯანიშვილის არ იყო ნაკრები აშკარად ჯობდა ამ კაცის შეკრული გუნდი ადგილებიც კარგადქონდათ განაწილებული აქ ვინ სად თამაშობდა ვერ გავიგეთ ეს ყველაფერი ფედერაციის ბრალია მაისურაძე ამ დღეში ფედერაციამ ჩააგდო
goga
15:24 24-03-2016
0
რისი გამყვანი იყო ავსაჯანისვილი ყველამ კარგად დავინახეთ.შემთხვევითსასწაულმა გადაარჩინა.ასეთ ლაპარაკით მააისსურაძეს აყეენებს შეურაცხყოფას.სად მაისურაძის პროფესიონალიზმი და ობიექტურობა.უბრალოდ სასაცილოა ასეთი კომენტარის გაკეთება ავსაჯანიშვილის მხრიდან.
0
გოჩა ამ ჯგუფიდან გავიდოდიო რო ამბობ იმ ჯგუფიდან სჰემტხვევიტ რო გახვედი დაგავიცწყდა ხო?))) თუ დამსახურებულად გახვედი ??? დემაგოგი ხარ...
xorxe
12:53 24-03-2016
0
ჩემი აზრით არ უნდა გაეშვათ ეს კაცი ასე თუ ისე იცნობდა ამ ბიჩებს და ბოლომდე უნდა დაეტოვებინა, საერტოდ არ მაქვს ამ ადამიანზე წარმოდგენა,მაისურაძე ვიცი კარგი მწვრთნელია არ უნდა დაექვეითებინათ და უნდა ეცადათ 19 ცლამდელებში მუშაობა, ჩემი აზრით შEცდომა დაუშვა კობიაშვილმა რომ ეს ცვლილებები განახორციელა, როგორც ვიცი მაისურაძე გაუშვეს უკვე 17 ცლამდელებიდან ბოლოს რა შედეგი მივიგეტ ნული მეტი არაფერი, ჩემი აზრით არ უნდა იყოს პირადი მოცონება არ მოცონება როცა ასე თუ ისე რაგაცას მიგცეული გაქვს ასაკობრივ ნაკრებში არ უნდა გაუშვა ის მწრთნელი რაც არ უნდა არ მოგცონდეს, უნდა დაეცადათ ამ კაცისტვის რომ ბოლომდე მიეყვანა, ტუ ვერ გავიდოდა მერე პრეტენზია არავის ექნებოდა....
texavs
10:54 24-03-2016
0
რიგითი-ო. შენს ამ საუბარს ჩალის ფასი აქვს მხოლოდ. ფასი მაშინ ექნებოდა, თუ გუნდი გავიდოდა შემდეგ ეპაპზე. რათ უნდა ამას გარჩევ-გამორჩევა. კარგი ისაა, რომ მაისურაძე აღმოჩნდა პასუხისმგებლიანი პიროვნება და გადადგა. მჯერა, ვასკას წინ ძალიან ბევრი გამარჯვებები ელოდება, ხოლო მისი დანიშვნა 17 წლამდელებში, ელიტრაუნდამდე 2 თვით ადრე, იყო ფედერაციის უდიერი შეცდომა. სხვა შედეგს მე პირადად არ ველოდი.
kote
10:41 24-03-2016
0
რიგითი - "რისი გამყვანი იყო ავსაჯანიშვილი ,რომ იტყვიან გაუმართლა წაგებული ქონდა თამაში.შეცვლა რომ არ გაეკეთებინა დამატებულ დროში წაგებული იყო". ოო, ეს რაღაც ახალი აზროვნებაა ადამიანის გონებაში. დააკვირდით რა "უნიკალურ" აზრებს აფქვრევს რიგითი - შეცვლა რომ არ გაეკეტებინა .. და ა.შ. შე დალოცვილო, შეცვლა რომ არ გაეკეთებინა, სხვა რამეც რომ არ მოემოქმედა და ცოტა გამართლლებაც არ ყოფილიყო, ბუნებრივია ვერ გაიყვანდა გუნდს ელიტღაუნდში. შენს ამ "ჭკვიანურ" მოსაზრებაზე არსებობს ცნობილი გამოთქმა - "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ"ო. გასაგებია? თუ კიდევ გჭირდება რაიმე განმარტება....
goga
10:35 24-03-2016
0
ucnobi-ს. მეც ასე ვიცოდი, რომ მაისურაძე მაგარი მწვრთნელი იყო, მაგრამ ნაჩვენები შედეგით ამას ვერ იტყვი. სხვათა შორის მაურინიოც სუპერ მწვრთნელია, მაგრამ წელს სრული კრახი განიცადა მისმა გაწვრთნილმა "ჩელსმა". ასე, რომ ....
gela
10:28 24-03-2016
0
რააა თავდაჯერებული ლაპარაკობს ავსაჯანიშვვვილი,თითქოს მეორე ეტაპზე გასული იყო სასწაულს რომ არ გადაერჩინა.შანსს არ აძლევდა კარგ ფეხბურთელებს,რომ თავი გამოეჩინათ,ვისაც პატრონი არ ყაავდა სათადარიგოზე სვავდა.სელექცია არ მიმდინარეობდა ნაკრებში.რომც არ ეთამასა თავის ფავორიტებს შანსი არ იყო ცვლილება განეხორციელებინა.მაისურაძეს კი ეს არ ახასიათებდა.ყველას მისცა საშუალება თავი წარმოეჩინა.მაგარი მწვრთნელია მაისურაძე და სამართლიანი.
ucnobi
09:13 24-03-2016
0
ეს კაცი ხმას არ უნდა იღებდეს ამის სკოლაში ბავშვმა გადასახადი რომ არ მოიტანოს ვარჯიშს არ ავარჯიშებს
inkognito
23:48 23-03-2016
0
მარტო ქართულ პრესაში კი არა უცხოურ პრესაშიც სხვა და სხვა მწვრთნელები წერდნენ ორი თვით ადრე არ შეიძლება მწვრთნელის შეცვლაო, რატო წააგებდა ავსაჯანიშვილმა მოიყვანა ეს გუნდი აქამდე რა თქმა უნდა უნდა ეცლიათ, თან თბილისში იყო თამაშები და შანსაც გვიწევდა გასვლის
0
ავსანჯაშვილი ნამდვილად იყო შესაცვლელი, არც თავისი ნაკრები აჩვენებდა კარგ თამაშს და სასწაულად გავედით ელიტრაუნდში. მაგრამ ამ ეტაპზე ახალი მწვრთნელის მოყვანა ცოტა არალოგიკური იყო.ესეც მართალია ერთის მხვრივ მაგრამ ფედერაციის გამტყუნებაც არ შეიძლება, იმ თამაშით რაც წინა ეტაპზე აჩვენეს ვერ გავიდოდა და მერე მიუბრუნდებოდით ფედერაციას რატო დროზე არ მოიყვანეთ მაისურაძე რო კარგი ფეხბურთი გვეთამაშაო
nnnnn
20:03 23-03-2016
0
რისი გამყვანი იყო ავსაჯანიშვილი ,რომ იტყვიან გაუმართლა .წაგებული ქონდა თამაში.შეცვლა რომ არ გაეკეტებინა დამატებულ დროში ცაგებული იყო.ახლა რომ ბევრს ლაპაარაკობს გავიდოდიო.სად მაისურაძის პროფესიონალიზმი .ახლა რომ კიცხავენ სამარცხვინო საქციელია.ავსაჯანიშვილი რომ ყოფილიყო და წაეგო მერე რაღას დაწერდნენ მისი გულშემატკივრები ახლა რომ აქტიურობენ.მაისსურაძე ძალიან სამართლიანი მწვრთნელია.კარგია რომ ნაკრებს დაუნიშნეს.მართლა არ ეყო დრო თორე კარგ შედეგს აჩვენებდა.სამარცხვინოა ასეთი საქციელი ვინც დგას და აგარ იცის რა უწოდოს რა სჭირს ააააამატი დასაცინი ან მწვრტნელს და ან ფეხბურთელებს.ძალიან კარგი გუნდია.ყველა ბავშვი თააანაბარ პირობებშია და ყველას ეზლევა თამაშის საშუალება რომ თავი გამოიჩინოს,წინა ნაკრებისგან განსხვავებით.ნაცნობობა აღარ არის.
რიგითი
19:48 23-03-2016
0
ეს კაცი ამ შემთხვევაში მართალიაა,ფედერაციის ადგილას ვაცდიდი და მწვრთნელის დათხოვნას რა უნდა თუ შედეგი არ ექნებოდა მერეე..
siora
17:45 23-03-2016
0
მიხარია რომ ყველა ერთ აზრზე ხართ საერთო ჯამში კომენტარებში)))
_svani_
17:07 23-03-2016
0
რამდენს შეადგენს დაზოგილი თანხა და 250 ათას წელიწადში და ორ წელზე ნახევარ მილიონს.ვინც თვლა იცის და არითმეტიკა ძალიან ადვილია ამის დათვლა.
qutaiseli
17:01 23-03-2016
0
ვაი უბედურო საქართველო საით მიექანები.....როდემდე უნდა იყოს ასე როდემდე....
ubralod duru
16:21 23-03-2016
0
esaa umecrebis piki.vitom movedi prezidentad da yvelgan cvlilebebio...saqartveloshi yvela ertmsnets wmindavs pirs.sanamariqneba xmamagali da martali sityvz jurnalistebidan eskaruseli iqneba sul
0
როგორც ცხადაძის შემთხვევაში"დაზოგეს ფული"ალბათ ავსაჯანიშვილის შემთხვევაშიც მოხდა თანხის დაზოგვა.ფედერაციის ხელმძღვანელობას ვთხოვ ამიხსნას რამდენს შეადგენს დანაზოგი და ნაკრებების წარუმატებლობის შემთხვევაში რას ხმარდება ბონუსების.
გიგო
15:37 23-03-2016
0
მე რომ დავენიშნე 2 თვეც არ მინდოდა, ყველას მოვუგებდი და ევროპის ოქროს ჩაგაბრებდით, მაგრამ არ გინდათ კაი. ჰოდა ენდე? ენდე...
assa
15:24 23-03-2016
0
რისი მომგებია ამან ფული როგორ იშოვნოს ის უკეთ იცის, საერთოდ გასაუქმებელია ფეხბურთი და ამათი დაფინანსება და სტადიონები გადასაცემია რაგბისტებზე ნამდვილ ქართველებზე...
0
მარტო დიპლომატიაში უჭირს? სამი თამაში ეცლიათ ვერ მოიგებდა და უხმოდ წავიდოდა ეხლა ილაპარაკებს აბა რას იზავს მეტის თქმას ველოდით ავსაჯანიშვილისგან ბევრი ქონდა სათქმელი რატო არ თქვა
0
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებები მართლაც გასაოცარია. ეს კაცი გუნდს სამი წელი თუ წვრთნიდა, წარმატებული იყო და ელიტრაუნდში გავიდნენ, ბარემ ორი თვეც ეცლიათ, ციკლი ჩაემთავრებინა და წაგებასა თუ მოგებაზე თვითონ იქნებოდა პასუხისმგებელი. ახალი მწვრთნელი ასეთ მოკლე დროში რას მოახერხებდა?! მოკლედ, კობიაშვილი აშკარა შეცდომებს უშვებს. ყოველ შემთხვევისთვის, ამ ნაკრების მარცხი მისი გადაწყვეტილების შედეგია.
თენგო
14:53 23-03-2016
0
გოჩა მაისურაძემ შენც გაგრია ამ წარუმატებლობაში გუნდის მწვრთნელებს ვეკითხებოდი ვინ როგორ ფორმაში იყოო ესეიგი ვირუბოვი ქიმერიძე ბარაბაძეზე თქვენ გირჩევიათ რაც თქვა მაისურაძემ თქვენ კი არა ვახოს არ ევასებოდა ეს ბავშვები და თავისი გაიტანა მაისურაძემ დაუჯერა
maxo
14:52 23-03-2016
0
Jigarixar avsajan viciro namdvilad gaikvandi shenam nakrebs evropis chempionatze da sanam mogxsnidnen ambobdi kidec da maisuradze martoimas ambobda tamashit vajobebt kvelaso ajobe da gkondes exla 0 kula velodebiit pederaciis paqsuxs rato archans mujiri ankobiashvili sanam gochas xsnidnen kvela gazetshi egeni laparakobdnen avsajanishvilze da exla rato imalebian ... ese vaska 21 clamdelebshi ro aciet exla sircxvilia xalxs ras gvabrmavebt ... robinio da kimeridze ashkarad girsebi ikvnen imitomrom iseti bavshvebi gkavdat gamodzaxebulisasacilodac armkopniss kimeridzem gaikvana es nakrebi elitraundshi da rogormoekecit araushavs gmerti ixedeba zemodan da imitom daagrovet 0 kula warmatebebi avsajan magari kacixar cavlen eseni 3 celshi dankidev gixilavt bevr nakrebebshi imedia
gela
14:52 23-03-2016
0
აბაა... თან თუყ მაისურაძე ისედაც ახალგაზრდულში გადადიოდა, რაღას ცვლიდნენ ამ მწვრთნელს, მოკლედ კარუსელი მაგარ მოდაშია, პოლიტიკაშიც და სპორტშიც
ირაკლი აფხაიძე
14:44 23-03-2016
0
ასეთი თავდაჯერებული მესიც არ არის:)
0
დაგეტოვებინათ ეს კაცი ეს სამი თამაში რას მიეცით სალაპარაკო....ესეც ვერ მოიგებდა მაინც და ხმასაც ვერ ამოიღებდა...ცოტა დიპლომატიაში უჭირს ფედერაციას...
გია
14:23 23-03-2016
0
სიახლეები პოპულარული