დაუსვი კითხვა გია გეგუჩაძეს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეა. მწვრთნელი მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და საქართველოს ნაკრების მაისურს უსახსოვრებს.

გეგუჩაძისთვის კითხვების დასმა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი. კითხვების მიღება 19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვა არ უნდა აღემატებოდეს 30 სიტყვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შემოკლდება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა გია გეგუჩაძეს.

შეგახსენებთ, რომ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ჩივაძის ნაცვლად გია გეგუჩაძემ დაიკავა, რომელმაც თავის ასისტენტად გია ჭიაბრიშვილი დანიშნა. პირველ ოფიციალურ შეხვედრას, გეგუჩაძის თავკაცობით, ახალგაზრდული ნაკრები 23 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული