საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თურქეთში პოლონეთთან სათამაშოდ გაემგზავრა

AutoSharing Option
29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისი 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩებს უმასპინძლებს. ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის სახით, საქართველოს ნაკრებს სერიოზული მეტოქეები ხვდა წილად. ცხადია, გიორგი დევდარიანს გუნდის კარგად მომზადება სჭირდება. საამისოდ, მწვრთნელმა სპეციალური პროგრამაც შეადგინა.

გუშინ დევდარიანი და კომპანია თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელექში გაემგზავრა. საქართველოს 19-წლამდელთა შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლაზარე კუპატაძე (ორივე - საბურთალო);
მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა - საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ლუკა ნოზაძე (მეტალურგი), გიორგი თევზაძე (სამტრედია), გიორგი დუმბაძე (ლოკომოტივი);
ნახევარმცველები: - გია კილასონია (მეტალურგი),
ლადო მოხევიშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ცოტნე მესხი (შუქურა), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), დემურ ჩიხლაძე (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე, მათე კვირკვია (ორივე - ზესტაფონი), ილია კერძევაძე (სამტრედია), აკაკი შულაია (მერანი), ბექა ჭკუასელი (დინამო ბთ).

ნაკრებს თურქეთში შეუერთდება ლადო მოხევიშვილი, რომელიც ესპანეთიდან ჩამოვა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო შეკრებაზე ვერ იქნებიან ლუკა ზარანდია და რომან ჭანტურია. მაღალი ტემპერატურის გამო შინ დარჩა "საბურთალოს" საყრდენი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი. სიაში არც მთავარი მეკარე ოთო გოშაძეა. საქმე ისაა, რომ თურქული "ქასიმფაშას" კიპერს ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში უხმო.

თურქულ შეკრებაზე დევდარიანის გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს (28 და 30 მარტი) გამართავს პოლონელ თანატოლებთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უი უკაცრავად ახლა ვნახე კაკაბაძე და სხვები ვინც ვახსენე ყველა 21 წლიანებში ყოლიათ
მედასხვა
18:17 24-03-2015
0
რატო არ ყავს ოთარ კაკაბაძე ცინცაძე კიკაბიძე და კიდევ რამდენი ვინც 17 -წლევანდელების ევროპაზე ითამაშა
მედასხვა
18:15 24-03-2015
0

სიახლეები პოპულარული