U17. საქართველო-ლატვია 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 იანვარს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელორუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ "განვითარების თასში" ჯგუფში ბოლო მატჩი ლატვიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

გოჩა ტყებუჩავას შეგირდებს საპრიზიო ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად ფრეც აძლევდათ ხელს და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

მინსკის საფეხბურთო მანეჟში გამართულ მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-13 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილის მიერ გატანილი გოლით გახსნა.

ლატვიელებმა 30-ე წუთზე ჯერ გაათანაბრეს, ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი ანგარიშში წინაც გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრების დაცვის
მარჯვენა ფლანგი "ჩავარდა" და მეკარე ლევან ისიანი უძლური იყო, კარი გადაერჩინა.

ქართველ ჭაბუკებს ვითარების გამოსასწორებლად წინ მთელი ტაიმი ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის ტურნირზე მე-4-მე-6 ადგილებისთვის მატჩებს 24 და 25 იანვარს ჩაატარებს.

განვითარების თასი 2015. ჯგუფი C. III ტური
U17. საქართველო-ლატვია 1:2
გოლები: 1:0 ლოჩოშვილი (13), 1:1 გრენბერგსი (30), 1:2 ულდრიკისი (39).

საქართველო: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, ბერძენაძე (სამურკასოვი, 80+1), კობოური, ყურაშვილი, ნინუა, არაბიძე, კოხრეიძე (არველაძე, 48), ბუღრიძე (კვანტალიანი, 31), გვასალია (წულეისკირი, 65).

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-უკრაინა 2:0 - მეორე მოგება მინსკში [VIDEO+PHOTO]
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ უნდა აქო და ადიდო? ჩაპაევი ხარ?
shodas
17:02 24-01-2015
0
გულშემატკივრობა ის კი არაა ვაი თქვენს პატრონს იძახო. არამედ ის, რომ გუნდის წარმატება და წარუმატებლობა თანაბრად გაიზიარო.
-წაგებით ვის არ წაუგია! წარმატება უსუევე მაინც ვინცხა ხარ!
shoda
15:37 24-01-2015
0

სიახლეები პოპულარული