ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

გიორგი ყიფიანი: მთავარია, მოვიგეთ და ახლა სხვებზე აღარ ვართ დამოკიდებულები

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა შვედეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

"ჯგუფიდან გასასასვლელად, დღევანდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა, ამიტომ ფსიქოლოგიური კუთხით ეს ძალზეც მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ფეხბურთელებმა დღეს მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთეს და ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

პორტუგალიასთან მატჩმა დაგვარწმუნა, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში და დღეს ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ახლა კი უკეთესი ფეხბურთის თამაშს ჩეხეთის ნაკრებთან ვეცდებით. დღეიდანვე ვიწყებთ მათთან მატჩისთვის მზადებას. საქმე რთულ მეტოქესთან გვექნება.

გიორგი არაბიძეს
უკვე ვესაუბრე და ავუხსენი, რომ გუნდური თამაშია პრიორიტეტი. გვინდა, ფეხბურთელთა ინდივიდუალური თვისებები გუნდურს შევუთავსოთ. არაბიძეში კომუნიკაბელურობის პრობლემას ვერ ვხედავ.

ისე კი, მთავარია, მოვიგეთ და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და არა - სხვაზე!", - თქვა ყიფიანმა.