ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U17. ბელარუსი - საქართველო 1:1 (პენ. 3:5) - მოგება მასპინძლებთან

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე უეფას განვითარების ტურნირში მეორე შეხვედრა მასპინძელთა თანატოლთა ნაკრებთან ჩაატარა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. გიორგი ნემსაძის გუნდიდან გოლით ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩა. რაც შეეხება პენალტების სერიას, აქ ქართველმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს - 5:3.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამართულ პირველ მატჩშიც პენალტების სერიაში შეძლო მოლდოვის დამარცხება (5:3). ბოლო შეხვედრას კი 1-ელ მაისს, ლატვიის თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს.