ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

გია გეგუჩაძე: ეს ის შემთხვევაა, როცა ოპტიმიზმის საფუძველი რეალურია

AutoSharing Option
26 იანვარს ნიონში წილი ჰყარეს - შვეიცარიის ამ ქალაქში, სადაც უეფას შტაბბინაა განთავსებული, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მონაწილეები ჯგუფებში გადაანაწილეს. ჩვენი გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასა და ფარერებთან გაარკვევს ურთიერთობას. ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გაინაღდებენ ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ფინალური ეტაპის კიდევ ორ ადგილს გაითამაშებს.

ტურნირი მარტში იწყება, თუმცა საქართველოსთვის სასტარტო დღე 1-ლი სექტემბერია, რადგან ხუთგუნდიან ჯგუფში პირველი ტურის გამოტოვება სწორედ ჩვენს გუნდს უწევს.

როგორც კი წილისყრის შედეგები გაცხადდა, "ლელო" საქართველოს ახალგაზრდული
ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"საერთოდ, ჩვენ ყველა წილისყრის შემდეგ ომახიანად ვართ ხოლმე განწყობილნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალურად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო მატჩებში ნაწილობრივ ვნახეთ ის კონტინგენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ახალ შესარჩევში. ეს კი ის თაობაა, რომელიც იმედს გვაძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში არ არის გრანდი. წესით, ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ დანია, პოლონეთი და ფინეთი.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის. ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ. მოკლედ, სავსებით მისაღები ჯგუფია, არ ვარ უკმაყოფილო".

U21. საქართველოს ნაკრების განრიგი
2017 წელი
1-ლი სექტემბერი

საქართველო-პოლონეთი

6 ოქტომბერი
დანია-საქართველო

10 ოქტომბერი
ფარერები-საქართველო

10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი

14 ნოემბერი
საქართველო-ლიტვა

2018
23 მარტი

საქართველო-ფარერები

27 მარტი
საქართველო-დანია

7 სექტემბერი
ლიტვა-საქართველო

12 ოქტომბერი
ფინეთი-საქართველო

16 ოქტომბერი
პოლონეთი-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ