სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ევროპალიგა. 1/8 ფინალი. I მატჩები: "ენფილდმა" თითქმის უპასუხა [VIDEO]
AutoSharing Option
02:46 11-03-2016
წუხელ ევროპის რვა ქალაქში ევროპალიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა.

ალბათ, ყველაფერი გადაწყდა "დორტმუნდისა" და "ტოტენჰემის" წყვილში და ეს მაურისიო პოჩეტინოს ბრალია. ლონდონელთა არგენტინელმა სპეციალისტმა როტაციას მიმართა, შესუსტებულმა "დეზებმა" კი თომას ტუხელის ბიჭებთან ვერაფერი გააწყეს - 3:0. გერმანელთა გოლები პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და მარკო როისის (დუბლი) ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბევრი რამ გაირკვა "ენფილდზეც", სადაც "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთმანეთს 195-ედ, მაგრამ ევროასპარეზზე პირველად, დაუპირისპირდნენ. იურგენ კლოპის ბიჭები კუდით ქვას ასროლინებდნენ ლუის ვან გაალის შეგირდებს, რომ არა მეკარე დავიდ დე ხეა. სწორედ ესპანელის გმირობების წყალობით "ეშმაკები" მხოლოდ 0:2 დამარცხდნენ და საპასუხო მატჩის წინ მცირე შანსი შეინარჩუნეს.

"ლივერპული" დანიელ სტარიჯმა პენალტით დააწინაურა, მეორე გოლი კი რობერტო ფირმინოს ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვილიარეალმაც" ასეთივე ანგარიშით დაამარცხა "ლევერკუზენი", სედრიკ ბაკამბუმ დუბლი მიითვალა. ესპანური დერბი ბილბაოში "ატლეტიკის" გამარჯვებით დასრულდა - "ვალენსიას" კარში გამარჯვების გოლი რაულ გარსიამ გაიტანა. ყველაფერი "მესტალიაზე" გადაწყდება.

10 მარტი
შახტარი-ანდერლეხტი 3:1
გოლები: 1:0 ტაისონი (21), 2:0 კუჩერი (24), 2:1 აჩეამპონგი (68), 3:1 და სილვა (79)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი - კოვალენკო, მალიშევი - მარლოში (74. ველინგტონი), ე. და სილვა (88. დენტინიო), ტაისონი (46. ბერნარდი) - ფერეირა
ანდერლეხტი (4-4-2): პროტო - ნაირი, მბოჯი, ნიუტინკი, დეშახტი - მ. სუარესი (67. ჯურიჩიჩი), ბაჯი (74. ტიელემანსი), დეფური, აჩეამპონგი - პრაე (67. კონტე), ოკაკა

ბაზელი-სევილია 0:0
ბაზელი (4-2-3-1): ვაჩლიკი - ლანგი (46. ა. ტრაორე), სუხი, სამუელი (90. ჰოე), საფარი - ჯაკა, ცუფი - ბიარნასონი, დელგადო (83. ფრანსონი), შტეფენი - იანკო
სევილია (4-2-3-1): სორია - კოკე, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - ნ'ზონზი, კრისტოფორო - ვიტოლო (64. კონოპლიანკა), ბანეგა (93. კარიშო), კრონ-დელი - გამეირო (73. ფ. ლორენტე)
გაძევება: ნ'ზონზი (87)

დორტმუნდი-ტოტენჰემი 3:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (30), 2:0 როისი (61), 3:0 როისი (70)
დორტმუნდი (4-1-4-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ს. ბენდერი (58. სუბოტიჩი), ჰუმელსი, შმელცერი - ვაიგლი - დურმი, მხითარიანი, გ. კასტრო, როისი (82. ა. როისი) - ობამეიანგი (82. კაგავა)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვიმერი, დევისი - კეროლი, მეისონი - ონომა, ერიკსენი (65. ლამელა), სონი (76. კეინი) - შადლი (58. მ. დემბელე)

ფენერბაჰჩე-ბრაგა 1:0
გოლი: 1:0 მ. თოფალი (82)
ფენერბაჰჩე (4-2-1-3): დემირელი - იოზბაირაკლი, კიაერი, ბ. ალვეში, ერკინი - მ. თოფალი, სოუზა - თუფანი (72. მეირელეში) - პოტუკი (79. ფერნანდაო), ვან პერსი, შენი (65. ნანი)
ბრაგა (4-4-2): მატეუსი - კარნეირო, ფერეირა (15. ბოლი), პინტო, გოიანო
You must have Flash Player installed in order to see this player.
- ჟოსუე, ლუის კარლოში, ვუკჩევიჩი, რ. სილვა (85. პ. სანტოსი) - ედუარდო (72. სტოილიკოვიჩი), ჰასანი

ვილიარეალი-ლევერკუზენი 2:0
გოლები: 1:0 ბაკამბუ (4), 2:0 ბაკამბუ (56)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო გასპარი, ბაილი, რუისი, რუკავინა - კასტილიეხო (80. ნ. ლეივა), ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, დ. სუარესი - სოლდადო (76. ლ. ბაპტიშტაო), ბაკამბუ (82. ა. ლოპესი)
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - იედვაი, პაპადოპულოსი, ტაჰი, ვენდელი - ბრანდტი, კრამერი (65. მ. ფრაი), ჩალჰანოღლუ, ბელარაბი (86. მეჰმედი) - ხ. ერნანდესი, კისლინგი (67. რ. კრუზე)
გაძევება: იედვაი (95)

ბილბაო-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 რაულ გარსია (20)
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენზიაგა - იტურასპე (82. მ. რიკო), ბენიატი - სუსაეტა (73. გ. ელუსტონდო), რაულ გარსია, მუნიაინი (53. მერინო) - ადურისი
ვალენსია (4-2-1-3): რაიანი - ბარაგანი, მუსტაფი, აბდენური, გაია - ფუეგო, დანილო - პარეხო (82. პ. ალკასერი) - როდრიგო (86. ფეგული), ნეგრედო, პიატი (70. ანდრე გომეში)

სპარტა-ლაციო 1:1
გოლები: 1:0 ფრიდეკი (13), 1:1 პაროლო (38)
სპარტა (4-2-3-1): ბიჩიკი - ზაჰუსტელი, ბრაბეცი, ჰოლეკი, კოსტა - მარეჩეკი, ვახა - დოჩკალი (59. ფატაი), ფრიდეკი, კრეიჩი - ლაფატა (62. იუსლისი)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - კონკო (46. ბასტა (66. მაურისიო)), ბიზევაცი, ჰოიდტი, რადუ - მილინკოვიჩი-სავიჩი, ბილია, პაროლო - კანდრევა, მატრი (55. ლულიჩი), კეიტა

ლივერპული-მანჩესტერი 2:0
გოლები: 1:0 სტარიჯი (20-პენ), 2:0 ფირმინო (73)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო - ჰენდერსონი, ჯანი, ლალანა - კოუტინიო, სტარიჯი (64. ალენი), ფირმინო (84. ორიჯი)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვარელა, სმოლინგი, ბლინდი, როხო - ფელაინი, მატა (79. ანდერი), შნეიდერლენი (79. შვაინშტაიგერი) - მარსიალი, რაშფორდი (46. კერიკი), დეპაი

საპასუხო მატჩები 17 მარტს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.