ევროპალიგა. 1/16 ფინალი: კანკავა - მერვედფინალში, "ლივერპული" - სახლში [VIDEO]

AutoSharing Option
შენიშვნა: ვიდეოს გაშვების პრობლემის შემთხვევაში, საიტზე შესასვლელად სხვა ბრაუზერი გამოიყენეთ

ევროპალიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა და მერვედფინალისტთა ვინაობა გაირკვა. შესაბამისად, ვიცით 16 გუნდის ვინაობა, რომელთაგანაც ერთს აგვისტოში თბილისში ვიხილავთ ევროპის სუპერთასის მატჩში.

დღე რუსების ტრიუმფით დაიწყო - "ზენიტმა" ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერს შანსი არ დაუტოვა, სალომონ რონდონმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ჰალკმა გაიტანა. ორი მატჩის ჯამში, "ზენიტმა" 4:0 იმარჯვა. მოსკოვის "დინამომ" კი გზიდან ბელგიის გრანდი "ანდერლეხტი" ჩამოიცილა - 3:1. რუსებს მეტი გოლის გატანაც შეეძლოთ, კოკორინს პენალტი რომ შეეგდო.

ტიტულის შენარჩუნების
შანსი დაიტოვა "სევილიამ", რომელმაც სტუმრადაც აჯობა გერმანულ "გლადბახს" და ორი მატჩის ჯამში 4:2 მოუგო. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ვიტოლომ, ხოლო მასპინძლებს გოლის ავტორი გრანიტ ჯაკა გაუძევეს. "აიაქსმა" არკადიუშ მილიკის დუბლით 3:0 დაამარცხა სტუმრად "ლეგია". მას შინაც მოგებული ჰქონდა და ბრძოლას მერვედფინალში აგრძელებს.

კიევის "დინამომ" გათამაშებიდან "გენგამი" გამოთიშა. კიევში მატჩი კინაღამ ჩაიშალა ტრიბუნებზე არეულობის გამო. "ვილიარეალი" ბრძოლას აგრძელებს. ავსტრიაში ლუსიანო ვიეტომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ჯოვანი დოს სანტოსმა გაიტანა, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" კი ორი მატჩის ჯამში 5:2 მოიგო.

სტამბოლურმა დრამამ "ლივერპული" მშრალზე დატოვა - "ბეშიქთაშმა" არსლანის გოლით მოიგო, პენალტების სერიაში კი ლოვრენმა ვერ გაიტანა სულ ბოლო პენალტი სერიაში და "ლივერპული" 4:5 დამარცხდა.

"არტემიო ფრანკიზე" "იებმა" მარიო გომესისა და მოჰამედ სალაჰის გოლებით დაამარცხეს "ტოტენჰემი". პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, ასე რომ, "დეზები" გავარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "სელტიკი" ტაიმზე მეტი 10 კაცით თამაშობდა, შოტლანდიელები მიზანთან ახლოს იყვნენ მილანში, მაგრამ ფრედი გუარინმა მატჩის მიწურულს გაიტანა და მერვედფინალში "ინტერი" ითამაშებს.

ბრძოლას აგრძელებს ჯაბა კანკავას "დნიპრო". ჯაბამ პირეოსში პირველივე ტაიმში მიიღო ყვითელი ბარათი. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში "დნიპროს" ორი გოლიდან ერთი "ოლიმპიაკოსის" კარში ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. პირეოსში შეხვედრა 2:2 დასრულდა, რაც უკრაინულ კლუბს სავსებით აკმაყოფილებდა.

1/16 ფინალი. საპასუხო მატჩები
26 თებერვალი
ზენიტი-პსვ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 რონდონი (28), 2:0 ჰალკი (48), 3:0 რონდონი (67)
შენიშვნა: დე იონგმა (პსვ) ვერ გაიტანა პენალტი (61)

დინამო მ.-ანდერლეხტი 3:1 (0:0)
გოლები: 0:1 მიტროვიჩი (29), 1:1 კოზლოვი (47), 2:1 იუსუპოვი (64), 3:1 კურანი (95)
შენიშვნა: კოკორინმა (დინამო) ვერ გაიტანა პენალტი (64)

გლადბახი-სევილია 2:3 (0:1)
გოლები: 0:1 შტრანცლი (8 ს.კ.), 1:1 ჯაკა (19), 1:2 ვიტოლო (26), 2:2 აზარი (29), 2:3 ვიტოლო (79)
გაძევება: ჯაკა (69. გლადბახი)

ლეგია-აიაქსი 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 მილიკი (11), 0:2 ვიერხევერი (13), 0:3 მილიკი (43)

დინამო კ.-გენგამი 3:1 (1:2)
გოლები: 1:0 ტეოდორჩიკი (31), 2:0 ბუიალსკი (46), 2:1 მანდანე (66), 3:1 გუსევი (75-პენ)

ზალცბურგი-ვილიარეალი 1:3 (1:2)
გოლები: 1:0 ჯურიჩინი (18), 1:1 ვიეტო (33), 1:2 ვიეტო (76), 1:3 ჯოვანი დოს სანტოსი (79)

ბეშიქთაში-ლივერპული 1:0 (0:1) (პენ. 5:4)
გოლი: არსლანი (72)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფიორენტინა-ტოტენჰემი 2:0 (1:1)
გოლები: 1:0 გომესი (54), 2:0 სალაჰი (71)

ინტერი-სელტიკი 1:0 (3:3)
გოლი: 1:0 გუარინი (88)
გაძევება: ვან დეიკი (37. სელტიკი)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევერტონი-იანგ ბოისი 3:1 (4:1)
გოლები: 0:1 სანოგო (13), 1:1 ლუკაკუ (25-პენ), 2:1 ლუკაკუ (30), 3:1 მირალასი (42)

ბრიუგე-ოლბორგი 3:0 (3:1)
გოლები: 1:0 ვასკესი (11), 2:0 ულარე (64), 3:0 ბოლინგოლი-მბომბო (74)

ბილბაო-ტორინო 2:3 (2:2)
გოლები: 0:1 კვალიარელა (16-პენ), 1:1 ირაოლა (44), 1:2 ლოპესი (45), 2:2 დე მარკოსი (61), 2:3 დარმიანი (68)

სპორტინგი-ვოლფსბურგი 0:0 (0:2)

ოლიმპიაკოსი-დნიპრო 2:2 (0:2)
გოლები: 1:0 მიტროგლუ (14), 1:1 ფედეცკი (22), 2:1 დომინგესი (90-პენ), 2:2 კალინიჩი (92)
გაძევება: მილივოიევიჩი (52. ოლიმპიაკოსი)
შენიშვნა: ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა

ნაპოლი-ტრაბზონი 1:0 (4:0)
გოლი: 1:0 დე გუზმანი (19)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფეიენოორდი-რომა 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 ლიაიჩი (45), 1:1 მანუ (57), 1:2 ჟერვინიო (60)
გაძევება: ტე ვრედე (54. ფეიენოორდი), მიულდერი (59. ფეიენოორდი)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაჩესტერსის შამანებო გაგიხარდათ ლივერპულის გამოვარდნა?
0
რუსებს მეტი გოლის გატანაც შეეძლოთ, კოკორინს პენალტი რომ შეეგდო.
ამას რომ წერ ავტორო მაგ კოკორინის პენალზე დამატებულიტ გავიდა ის მეორე ბურთი რო იცოდე ისე და როგორ შეეძლოთ მეტის გატანა ეგ პენალტი რომ არა ხო ვერ დაამატებდნენ და მეორეს ხო ვერ გაიტანდნენ
raula
14:55 27-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული