ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. III ტური. A ჯგუფი: აუტსაიდერთა რბევები [VIDEO]

AutoSharing Option
"არსენალმა" და "პარი სენ-ჟერმენმა" როგორც დაგეგმილი და სავარაუდო იყო, თავიანთი მატჩები მარტივად მოიგეს. "მეთოფეებმა" ბულგარული "ლუდოგორეცი" არ დაინდეს. მართალია, არსენ ვენგერი პირველ ტაიმში მხოლოდ ორ გოლს კი დაკმაყოფილდა, მაგრამ მეორე ნახევარში ბოლომდე გაილაღა. საბოლოო ჯამში, მესუთ იოზილმა მატჩი ჰეთ თრიკით დაასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აი, პარიზელებმა კი თავიანთი ფანები ცოტათი ანერვიულეს. მიუხედავად უპირატესობისა, უნაი ემერის გუნდმა ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნა, ეს აქტიურმა ანხელ დი მარიამ მოახერხა. ლუკასმა სხვაობა 623-ე წუთზე გაზარდა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. გოლზე დაგეშილმა ედინსონ კავან იმ
კი ამბიცია ბოლო წამებზე დაიკმაყოფილა, ურუგვაელმა პენალტით გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არსენალი-ლუდოგორეცი 6:0
გოლები: 1:0 სანჩესი (12), 2:0 უოლკოტი (42), 3:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (46), 4:0 იოზილი (56), 5:0 იოზილი (83), 6:0 იოზილი (87)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, გიბსი - კოკლენი, კასორლა (57. ელნენი) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იოზილი, უოლკოტი (62. პერესი) - სანჩესი (73. აივობი)
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - მინევი, მოცი, პალომინო, ნათანაელი - დიაკოვი, ანისენტი - ვურა (69. კეშერუ), მარსელინიო, ვანდერსონი (80. ლუკოკი) - კაფუ
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-1; ჯარიმა: 11-5; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 20-10 (12-3); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 59 944

პსჟ-ბაზელი 3:0
გოლები: 1:0 დი მარია (40), 2:0 ლუკასი (62), 3:0 კავანი (90+3-პენ.)
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, სილვა, კურზავა - მატუიდი (83. კრიხოვიაკი), ვერატი, რაბიო - დი მარია (86. ხესე), ლუკასი (81. ბენ არფა), კავანი
ბაზელი (4-2-3-1): ვაცლიკი - ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაორე - დიე (78. იანკო), ჯაკა - სტეფენი, ბიარნასონი, დელგადო (70. ძუფი)- დუმბია (61. სპორარი)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13-10 (6-1); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 45 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 3 2 1 0 9-1 7
2. პსჟ 3 2 1 0 7-2 7
3. ბაზელი 3 0 1 2 1-6 1
4. ლუდოგორეცი 3 0 1 2 2-10 1

მომდევნო ტური
1 ნოემბერი:
ლუდოგორეცი-არსენალი, ბაზელი-პსჟ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"