"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაში შინ ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა.

გერმანელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "როსტოვი" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს და ტურნირში ზედიზედ მე-13 საშინაო გამარჯვება მოიპოვეს.

წინა რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნოდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე 2006-დან 2008 წლამდე ზედიზედ 12 მატჩი მოიგო.

გარდა ამისა, "ბაიერნმა" საკუთარ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

- D ჯგუფი: რუსთა რბევა "ალიანც არენაზე" [VIDEO]

მომზადებულია fcbayern.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული