ქომაგებმა ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

გამოკითხვა გულშემატკივართა შორის ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ "ტვიტერზე" მიმდინარეობდა. იტალიელმა 58 000-ზე მეტი ხმა დააგროვა, რაც ხმათა 59%-ს შეადგენდა.

საუკეთესო მეკარის წოდებისთვის ასევე ოლივერ კანი, პეტრ შმეიხეილი, ანჯელო პერუცი, ჯანლუკა პალიუკა, სანტიაგო კანისარესი, ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი, იერჟი დუდეკი, ვიკტორ ვალდესი, ჟულიო სეზარი, ედვინ ვან დერ საარი, იკერ კასილასი, მანუელ ნოიერი და პეტრ ჩეხი იბრძოდნენ.

საინტერესოა, რომ ბუფონს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია, ტურნირის ფინალში კი ორჯერ ითამაშა -
2003 და 2015 წლებში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
2013ში არ უთამაშია
kaxa
23:11 11-09-2016
0
2003 ში და 2015 ში . 2013 ში არ უთამაშია იუვენტუსს ფინალი და ვერც ბუფონი ითამაშებდა
kaxa
23:10 11-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული