ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

მანუელ პელეგრინი: ამ მატჩებში "რეალმა" ვერ დაამტკიცა, რომ "სიტიზე" ძლიერია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მადრიდის "რეალთან" (0:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- რეალი-სიტი 1:0 - იყო და არა იყო რა... [VIDEO]

"სილვა და ნასრი გვაკლდნენ, ხოლო ტურე ახლახან გამოჯანმრთელდა. ვფიქრობ, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით, როგორც ჩვენ, ისე "რეალიც".

ორივე მხრიდან ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ ნაკლები ფეხბურთი. ორივე შეხვედრა თანაბარი იყო, სადაც მეტი დაცვა იყო, ვიდრე შეტევა.

რა თქმა უნდა, როცა ფინალში არ ხარ, ესე იგი, შანსი ხელიდან გაუშვი. ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, მაგრამ არ მგონია,
რომ ისინი ჩვენზე ძლიერები იყვნენ.

ცოტა გამართლება გვჭირდებოდა, მაგრამ ფორტუნამ გვერდი აგვიარა. ამ მატჩებში "რეალმა" ვერ დაამტკიცა, რომ "სიტიზე" ძლიერია.

ეს განსაკუთრებული სეზონი იყო. ნახევარფინალამდე მივაღწიეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის. შევეცდებით, მომდევნო ჩემპიონთა ლიგაშიც ვითამაშოთ. ამ გუნდის მიზანი მუდმივად ფინალში თამაში უნდა იყოს", - განაცხადა პელეგრინიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით