მასიმილიანო ალეგრი: დღეს მოგება შეგვეძლო

AutoSharing Option
6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" "ბარსელონამ" 3:1 აჯობა ტურინის "იუვენტუსს".

"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის (თასის) ისტორიაში მეექვსედ დამარცხდა ფინალში, ეს რეკორდული მაჩვენებელია. თანაც, "ბებერმა ქალბატონმა" წააგო ბოლო 4 ფინალი, მაშინ, როცა "ბარსელონამ" ბოლო ოთხი ფინალი მოიგო.

"მორატას გოლის მერე ბუფონს გავძახე, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, დღეს შეიძლება მოვიგოთ-თქო. იმ მომენტისთვის ინიციატივას ჩვენ ვფლობდით. მაგრამ როცა წინ მიდიხარ, ეს რისკიცაა - შეიძლება "ბარსას" სამი ბრწყინვალე შემტევიდან ერთ-ერთმა კონტრშეტევაზე დაგიჭიროს. სწორედ ეს მოხდა სამწუხაროდ.

რა დაგვაკლდა, მეორე გოლი, რომელიც ანგარიშს
გაგვათანაბრებინებდა. დღეს "იუვენტუსს" შეეძლო "ბარსელონასთვის" ჰეთ თრიკი წაერთმია. მაგრამ მეტოქე ფენომენალური იყო, ბოლომდე იბრძოდა და ჩვენც ვერ გავუძელით.

ფინალის ბედს ხშირად დეტალები წყვეტს, ჩვენ კი თამაშის წინ ჯორჯო კიელინი დაგვაკლდა. ყველამ იცის, რა მნიშვნელოვანი ფიგურაა ის გუნდში. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ კიელინით აუცილებლად დავამარცხებდით მეტოქეს.

ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმო ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული