კრიშტიანო რონალდო: რეკორდებზე არ ვფიქრობ, ჩემთვის მთავარი ტიტულების მოგებაა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მადრიდელებმა სტუმრად დანიაში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ლუკა მოდრიჩის შემდეგ თავის გამოჩენა პორტუგალიელმა შეძლო.

ეს გოლი რონალდოსთვის ჩემპიონთა ლიგის ამ ჯგუფურ ეტაპზე მე-9 აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შედეგად, "რეალის" ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი, 8 გოლი აქამდე ფილიპო ინძაგისა და ერნან კრესპოს 2002/03 წლების სეზონში ჰქონდათ გატანილი, ორი წლის შემდეგ კი - რუდ ვან ნისტელროის.

დანიურ მატჩში რონალდოს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა დამატებულ წუთებზე მისი დარტყმული პენალტი "კოპენჰაგენის" მეკარემ აიღო.

საერთოდ, პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაში გატანა ერთობ უადვილდება. გასულ სეზონში 12 გოლით ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამასთან, მან ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 23 მატჩში 28 გოლი გაიტანა, სულ ევროთასებზე კი მეტოქის კარი 57-ჯერ დალაშქრა.

რონალდომ "კოპენჰაგენთან" მატჩის შემდეგ თავისი გუნდის თამაში შეაფასა და საკუთარ მიღწევაზეც ისაუბრა.

"დასახულ მიზანს, ჯგუფში გამარჯვებას მივაღწიეთ. ამ მატჩში კი გუნდმა უდიდესი სამუშაო ჩაატარა ძალიან ცუდ მოედანზე. "რეალი" კარგად და თავდაჯერებულად თამაშობს და თან ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. მახარებს ის, რომ გავიტანე და გუნდს დავეხმარე.

თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და მზად ვარ, გუნდისთვის კვლავაც სასარგებლო ვიყო. ყოველ მატჩში ვცდილობთ, კომბინაციური თამაში ვაჩვენოთ.

გატანა დღეს ისევე მსურდა, როგორც ყოველთვის. გუნდის გამარჯვებისთვის ჩემი ყველა გოლი მნიშვნელოვანია, დღეს კი ის განსაკუთრებული იყო, რადგან რეკორდი დავამყარე და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

თუმცა რეკორდებზე არ ვფიქრობ, მთავარი მიზანი ტიტულების მოგებაა"
, - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს "რეალის" ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. B ჯგუფი: სეტყვა და თოვლი სტამბულში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული