ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ლუის ენრიკე: ქედს ვიხრი "იუვენტუსის" წინაშე

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტურინის "იუვენტუსთან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს ფეხბურთია. გვინდოდა, მაღალ ტემპში გვეთამაშა და კარში ბევრჯერ დაგვერტყა, მაგრამ დამასრულებელ სტადიაში სიზუსტემ გვიმტყუნა.

ეს იყო ორი შესანიშნავი გუნდის დაპირისპირება. ქედს ვიხრი "იუვენტუსის" წინაშე.

შეუძლიათ თუ არა მათ ფინალში გასვლა? მათ ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ, შესანიშნავი ფეხბურთელები, მათ ყველაფერი აქვთ, რომ იქ აღმოჩნდნენ.

ამასთან ერთად, სხვა ნახევარფინალისტებიც იმავე პოზიციაში არიან", - თქვა ენრიკემ.

- ჩ/ლ. 1/4-ფინალი: სასწაული "კამპ ნოუზე" - "ბარსამ" კარში ერთხელ დაარტყა
[VIDEO]


მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით