მარკ ოლბრაიტონი: ორი გოლი და მშრალი მატჩი - ეს ფანტასტიკაა

AutoSharing Option
"ლესტერის" ნახევარმცველმა მარკ ოლბრაიტონმა "სევილიასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლესტერი" ისტორიას უკვე ლიგაზე წერს [VIDEO]

"სიტყვები არ მყოფნის. რა დღეა! გამარჯვება დავიმსახურეთ. მეტოქეზე თავიდან ზეწოლას ვახორციელებდით და თავს კარგად ვიცავდით. ორი გოლი და მშრალი მატჩი - ეს ფანტასტიკაა.

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში შესანიშნავად გამოვიყურებით, ეს ბრწყინვალე ტურნირია", - თქვა ოლბრაიტონმა.

მომზადებულია BT Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული