"ნაპოლიმ" შეიძლება "შახტარს" სუდაკოვში 40 მილიონზე მეტი შესთავაზოს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლი" "შახტარის" შემტევის გეორგი სუდაკოვის მიმართ ინტერესს ისევ ამჟღავნებს, რომლის შეძენა ზამთარში ვერ შეძლო.

უკეთესი შეთავაზების მოლოდინში "შახტარმა" სუდაკოვის 40 მილიონ ევროდ გაყიდვა არ მოისურვა. თავის მხრივ ნეაპოლური კლუბი სიტუაციას აკვირდება და შეიძლება შეთავაზება გაზარდოს.

პრობლემა აგრეთვე შეიძლება ის გახდეს, რომ "ნაპოლი" დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.

მიმდინარე სეზონში სუდაკოვმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 25 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ოსიმენს გაყიდიან, დოვბაკი იყიდონ სჯობია ჟირონადან, უძლიერესი თავდამსმელია.
დავით 67
19:55 25-04-2024
1
რა აქვს ამას 40 მილიონის ? ერთი მუდრიკმა გაამართლა 100 მილიონი და მეორე ეს გაამართლებს 40 მილიონს ! ამას დავითაშვილი თუ არ ჯობია მე ვიყო ნაცი !
zura222
09:19 25-04-2024
1

სიახლეები პოპულარული